გაგიკვირდებთ, მაგრამ ამ ციცქნა სახლში აბსოლუტურად ყველაფერია

ნებისმიერი საცხოვრებელი სახლის თავიდან აშენება და მოწყობა ისე, რომ საცხოვრებლად ვარგისი იყოს, ძალიან რთულია, თუმცა დავალება ერთიორად რთულდება იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი შეზღუდულ სივრცეზეა.

თუმცა, შეუძლებელი რომ არაფერია, ყველამ კარგად ვიცით და თუ ადამინი საქმეს მონდომებით და შემოქმედებითად მიუდგება, შესანიშნავი შედეგების დადებაა შესაძლებელი.

ფრანგმა დიზაინერებმაც მოინდომეს და დაგვარწმუნეს, რომ პატარა სივრცეშიც არის შესაძლებელი სრულფასოვანი საცხოვრებლის მოწყობა.

ბევრი ფანჯარა ის საიდუმლოა, რომელიც იძლევა საშუალებას, სივრცე შედარებით დიდი და ნათელი გამოჩნდეს.

ახალი რეზიდენცია უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მობილურ ვარიანტად არის მიჩნეული. სახლის
გაბარიტებია - 2,4 მ სიგანე და 6 მ სიგრძე, სიმაღლე კი 3,3 მ-ია. სახლი ისეა მოწყობილი, რომ მსუბუქ ავტომობილს თავისუფლად შეეძლება მისი ბუქსირება.

სახლი ხის არის. გამორჩეულია იმით, რომ შესასვლელში დამონტაჟებულია გასაწევი მინის კარი. ამ ელემენტის მასშტაბურობა იძლევა საშუალებას, მისაღები ოთახი ღია ზონად გადაიქცეს.


ამ ციცქნა სახლში არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ადამიანის სრულფასოვანი კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო. ავეჯი მრავალფუნქციურია, რაც ასეთი მცირეგაბარიტიანი სახლისთვის ძალიან მოსახერხებელია. მეორე იარუსზე საძინებელია და მიუხედავად იმისა, რომ აქ გამართულად ფეხზე დგომა შეუძლებელია, მსგავსი ჩანაფიქრი ყველზე გამართლებული და რაციონალური.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები