დაუჯერებელი ახალი წელი და დიდი ფასდაკლებები - რა გელით „მიჰაუსში“


ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დროა, როცა ყველაზე მეტად გინდა გაუკეთო საჩუქრები საყვარელ ადამიანებს და საკუთარ თავს. გაახარო ოჯახის წევრები და განაახლო გარდერობი, სახლი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
წინასაახალწლო პერიოდში, მაღაზიების უმრავლესობა სხვადასხვა ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს. ყველაზე დაუჯერებელი ახალი წელი კი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ გელოდებათ!

მიჰაუსში დაუჯერებელი ახალი წელი დაიწყო!

21 დეკემბრიდან, შეძლებთ ისარგებლოთ საახალწლო ფასდაკლებებით თითქმის ყველა დასახელების პროდუქტებზე.
სარემონტო პროდუქციაზე ფასდაკლებები შეეხება შემდეგი სახის პროდუქციას:

  • ხელსაწყოები - 34%-მდე;
  • კარი - 70%-მდე;
  • დეკორატიული განათება - 60%-მდე (სრულ ასორტიმენტზე);
  • ლამინატი - 30%-მდე;
  • შპალერი -83%-მდე;
  • პარკეტი - 44%-მდე;
  • ფილები - 26%-მდე;
  • შემრევები - 37%-მდე.



50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს ასევე საახალწლო ნაძვის ხეებზე, რომელთა ფართო არჩევანი „მიჰაუსში“ დაგხვდებათ.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ საახალწლო ფასდაკლებებით და შეიძინოთ გათბობის ქვაბი - 25%-მდე ფასდაკლებით.
გრანდიოზული ფასდაკლებების გარდა, „მიჰაუსში“ მისულ მომხმარებლებს საჩუქრებიც ელოდებათ! გაითვალისწინეთ, თუ 24-26 დეკემბრის ჩათვლით ესტუმრებით „მიჰაუსს“, საჩუქრის გარეშე არ დარჩებით! გააკეთე მინიმუმ 300-ლარიანი შენაძენი და აუცილებლად დასაჩუქრდები.

  • მხოლოდ 24 დეკემბერს მოხვდი პირველ 10 მომხმარებელს შორის, გააკეთე მინიმუმ 150-ლარიანი შენაძენი და მიიღე 200-ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად!
  • 24-26 დეკემბერს, ყოველი მე-100 და მე-500 მყიდველი დასაჩუქრდება 100- და 500- ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით.
  • 30-31 დეკემბერს სპეციალური შეთავაზება 1=200 იმოქმედებს. მოხვდით პირველ 5 მომხმარებელს შორის, შეიძინეთ 200 ლარის პროდუქცია და გადაიხადეთ მხოლოდ 1 ლარი.
  • მომხმარებელი, რომელიც 21-31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე დიდ შენაძენს გააკეთებს, 3000-ლარიან ვაუჩერს მიიღებს!

ასე რომ, ნამდვილად დაუჯერებელი ახალი წელი გელოდებათ, მოდით „მიჰაუსში“!
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები