სახლის კარს შეაღებ თუ არა, სხვა ეპოქაში ინაცვლებ. წითელი ხალიჩით დაფარული კიბით იმ კედლებში ხვდები, სადაც ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი 1888-1901 წლებში ცხოვრობდნენ.
თუმცა, ბუნებრივია, ამ ოჯახის სამოღვაწეო მასშტაბებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ამ სახლს მხოლოდ ეს ორი ადამიანი არ „ახსოვს“... ორსართულიანმა შენობამ, დიდი შუშაბანდითა და ბაღით, ახალი სიცოცხლე დაიწყო...
გუშინ
თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქ. 7-ში მდებარე სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქ იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამავე შენობაში ილიამ დაამკვიდრა ხუთშაბათის შეხვედრები,
დღეს რომ ტრადიციულ „ხუთშაბათობებად“ არის ცნობილი. მასში საზოგადოების პროგრესული ნაწილი მონაწილეობდა, „ივერიის“ რედაქციისა და ბანკის თანამშრომლები. მათ შორის იყვნენ: რაფიელ ერისთავი, ანტონ ფურცელაძე, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ნიკო ცხვედაძე, პეტრე უმიკაშვილი, იონა მეუნარგია, თედო სახოკია, ეკატერინე გაბაშვილი, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები, ვაჟა-ფშაველა, არტურ ლაისტი და სხვები.
სტუმრებს ქუჩის მხრიდან, ცენტრალური შემოსასვლელიდან იღებდნენ და მეორე სართულზე კიბით ადიოდნენ. „ხუთშაბათობების“ ოთახი ორად იყო გაყოფილი - დიდი ნაწილი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, შედარებით მცირე მონაკვეთი კი მანდილოსნებს ეკავათ.
„...რედაქციის თანამშრომლები საღამოებზე ხშირად კითხულობდნენ პოეტებისა და ლიტერატორების ნაწარმოებებს, სტატიებს. იყო მსჯელობა ქართული საკითხების შესახებ. ყოველი საღამო მთავრდებოდა უბრალო ვახშმით, რომლისთვისაც ღვინო მუდამ საგურამოს მამულიდან მოჰქონდათ. ილიას საღამოები დემოკრატიული საღამოები იყო“, - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
სახლი ილიას დას, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისას ეკუთვნოდა. ელისაბედის მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა ანდერძით 40 ათასი მანეთი მიიღო. ილიას უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით, ეკატერინემ აღნიშნული შენობა შეიძინა და ხელოსნებთან მოლაპარაკებას, სახლის მოწყობასა და აღდგენით სამუშაოებს, ძმის გემოვნების გათვალისწინებით აწარმოებდა.
ეზოს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. ილიას დროს ბაღში „ნაირნაირი ყვავილები“ ხარობდა, მას განსაკუთრებით ხვიარა ვარდი და იასამანი ჰყვარებია.
ჭავჭავაძეების გარდა, ოთახები მომსახურე პერსონალს, სარედაქციო სამუშაოებში ჩართულ თანამშრომლებს ეთმობოდა. სახლის ერთი ნაწილი საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ხოლო მეორე - სარედაქციო სამუშაოებისა და საქველმოქმედო საქმისთვის. სახლის რამდენიმე ოთახი ილიამ უფასოდ დაუთმო ექიმ მიხეილ გედევანიშვილს. უფასო სამკურნალოში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პაციენტებს. გაზეთ „ივერიის“ ფურცლებიდან ვგებულობთ, რომ იქ მისულ ადამიანებს არა მხოლოდ პირველადი დახმარება, არამედ სხვადასხვა ოპერაციაც უტარდებოდათ. სარდაფში იყო მოთავსებული აფთიაქი, ავეჯის სახელოსნო და სტამბა.
ცოლ-ქმარი ჭავჭავაძეები აქ 1901 წლამდე ცხოვრობდნენ. შემდეგ ილია თბილისში ჩუბინაშვილის ქუჩის N22 ნომერში მდებარე სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
ილიას დაბადებიდან 150 წლისთავზე, 1987 წელს, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში მუზეუმი გაიხსნა. როგორც ყველა ძველ შენობას, წლების სვლასთან ერთად სულ უფრო მეტად სჭირდებოდა არა მხოლოდ ხელის შევლება, არამედ მასშტაბური ჩარევა. ამავდროულად, მუზეუმი უნდა გამხდარიყო თანამედროვეობისთვის შესატყვისი, ერთნაირად საინტერესო ყველა თაობისა და ეროვნების დამთვალიერებლებისათვის და ასევე შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცით.
დღეს
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ „შინს“ სწორედ განახლებულ მუზეუმში უმასპინძლა. ალბათ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ ეს სივრცე, როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის ერთ-ერთ აუცილებლად მოსანახულებელ ღირშესანიშნაობების რიცხვში შეიძლება მივათვალოთ. ნინი სანადირაძის მონათხრობის მიხედვით, ცნობილი გახდა შემდეგი: მუზეუმის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და 4 წელი გრძელდებოდა. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და თანამედროვეობის სინთეზი და ეს სივრცე გახდა ნებისმიერი ადამიანის ინტერესებზე მორგებული. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა: ისტორიული შენობის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია, შენობის ავთენტური ინტერიერის აღდგენა, შიდა ეზოს კეთილმოწყობა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის გამართვა, მემორიალური დარბაზების რესტავრირება და თანამედროვე საგამოფენო სივრცეების მოწყობა, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა ხელოვანს დაეთმობა.
შესყიდვებისა და ჩუქების საფუძველზე გამდიდრებულია სამუზეუმო ფონდი. მუზეუმს შეემატა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, რომელშიც შედის როგორც ავეჯი, ისე ილიასა და ოლღასეული პირადი ნივთები. ასევე ხელაშვილების ოჯახიდან გამოისყიდეს ელისაბედ საგინაშვილის სიცოცხლეში გაყიდული ავეჯი.
აქვე ნახავთ ოჯახის პირად არქივებს, სხვადასხვა გამოცემას, აგრეთვე ილიას შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ლიტერატურას: სამეცნიერო შრომებს, მონოგრაფიებს, სტატიებს, ნარკვევებს, ფოტომასალას, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს და სხვა.
მუზეუმში ოთახები ეპოქალური შესაბამისობის გათვალისწინებითა და ეპისტოლარული მოგონებების მიხედვით არის აღდგენილი. ილიას თანამედროვეთა ცნობით, სამუშაო და მისაღებ ოთახებში კედლები მოხატულობის თვალსაზრისით, სადა ყოფილა. ამას ბევრი, მათ შორის შალვა დადიანიც ადასტურებს, რომელიც წერდა, რომ ილიას სასტუმრო ოთახი სადად და ევროპულად ჰქონდა მოწყობილი.
რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახები, სადაც აღდგენილია ავთენტური კედლები და ჭერი; მუზეუმი სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა მემორიალური და საგამოფენო სივრცეებისა, მოწყობილია სამკითხველო. ასევე, საგანმანათლებლო, სამუშაო და საბიბლიოთეკო სივრცეები.
მუზეუმი ორ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი. აქ არის საბილეთო და უბილეთო ზონები, ანუ თავისუფალი გადაადგილებისა და სამუზეუმო სივრცეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ფოიე, დროებითი საგამოფენო სივრცე, ეზო და კაფე, ბილეთის გარეშე ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის.
სახლში რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია, მათ შორისაა ილიას სამუშაო კაბინეტი. როგორც ცნობილია, ილიას მუშაობის დროს არაერთხელ დასთენებია თავზე. ის ყოველთვის მეუღლის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ოლღა სანთელს მიუტანდა და დროდადრო ფინჯან ჩაის შეაწოდებდა. აქ დგას მასიური კაკლის ხის მაგიდა საწერი მოწყობილობით. ის ილიას რესპუბლიკური ბანკის მმართველმა ვლადიმერ პატეიშვილმა უსახსოვრა. ილია მწეველი იყო და მაგიდაზე ედო საფერფლეც, „ივერიის“ რედაქციის ერთ-ერთი სარეკლამო დანიშნულების მატარებელი ნივთი.
ცნობილია, რომ ილიას კაბინეტში იმ პირთა სურათები ჰქონდა, ვის მიმართაც განსაკუთრებულ სიმპათიას განიცდიდა. აქ დღესაც კიდია ერეკლე მეორის, შოთა რუსთაველისა და ჯუზეპე გარიბალდის პორტრეტები. ილიას კაბინეტში აღნიშნული ნივთებისა და ლიტერატურული და სამეცნიერო მასალის გარდა, ბუხართან იდგა ირმისა და შვლის ქანდაკებებიც. ამიტომ, ილიას 150 წლისთავზე, ეს მემორიალებიც აღდგა და ახლაც ასეა.
დაბოლოს, აქ დარბაზებს თავისი სახელები ჰქვია, მათ შორისაა, „წიწამურის დარბაზი“. ის მუქ ფერშია გადაწყვეტილი...
ილია 1907 წელს მოკლეს, თუმცა, XIX საუკუნის ეს უდიდესი საზოგადო მოღვაწე თავისი ფიქრებით, ინიციატივებითა და აქცენტებით, დღესაც აქტუალურია, ისევე როგორც მისი თითოეული ფრაზა, რომელიც ილიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ამ ოთახის კედლებზეა თავმოყრილი...
ანა კალანდაძე
სტატიაში გამოყენებულია დავით თაბაგარისა და ლუკა ქიტუაშვილის ფოტოები