ძველი სახლის ახალი სიცოცხლე 200 წლის შემდეგ

ეს ორასი წლის სახლი ნიუ-იორკში მდებარეობს. მეორე სიცოცხლე აღდგენის შემდეგ დაიწყო. ალბათ, ერთი ორას წელი კიდევ იცოცხლებს.

სახლი მე-19 საუკუენშია აშენებული. 2020 წელს კი მას მასშტაბური რეკონსტრუქციული სამუშაოები ჩაუტარდა. შეიცვალა ძველი სახლის დასუსტებული საყრდენი დეტალები, მყარი, ახალი მასალით, გაუკეთდა მიშენება. ორსართულიანი, ტერასით.

სახლის ფასადი შავ-თეთრ ფერშია გაფორმებული. ეს სახლს თანამედროვე სახეს ანიჭებს, ასევე პატივს სცემს მის წარსულს.
ქაოსის და არეულობის თავიდან ასაცილებლად შესასვლელში უზარმაზარი სათავსოებიანი კარადაა გაკეთებული.

ოთახები ფართო და ნათელია. სამზარეულოში ზედა კარადებზე უარი თქვეს დ სივრცე მაქსიმალურად ფანჯრებით
დატვირთეს.
სახლის ახალი მეპატრონეები ეცადნენ მისთვის ძველებური იერი შეენარჩუნებინათ, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმებოდა თანამედროვე დეტალებს, რაც, თამამად შეიძლება ითქვს, რომ გამოუვიდათ.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები