ძველი ნივთების რესტავრირების უნიკალური იაპონური ტექნიკა, რომელიც საუკუნეებს ითვლის


იაპონია განსაკუთრებული მსოფლმხედველობისა და ფილოსოფიის მქონე ქვეყანაა, რაც ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა. ობიექტებისადმი დამოკიდებულება ხშირად ადამიანისადმი დამოკიდებულების ანარეკლიცაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია კინცუგის კერამიკის აღდგენის ტექნიკა.
სიტყვა კინცუგი ითარგმნება როგორც "ოქროს გასამრჯელო" ან " ოქროს ნაკერი". ეს არის კერამიკული პროდუქტების აღდგენის ტექნიკა ურუს ხის სპეციალური ბუნებრივი ლაქის გამოყენებით ძვირფასი ლითონების, ყველაზე ხშირად ოქროს ნაზავით. ამავდროულად, ბზარები ჭურჭელზე არათუ ინიღბება, პირიქით, ხაზგასმულია.


არსებობს ლეგენდა, რომელიც უკავშირდება კუნცუგის გაჩენას.
მე-15 საუკუნეში იაპონიის ერთ-ერთი მმართველი სეგუნ ასიკაგა იოსიმასა. მას ძალიან უყვარდა ჩაის სმა და
დახვეწილი ჩინური ჩაის სერვიზი ჰქონდა. ერთ დღეს ჩაის საყვარელი ფიალა გაუტყდა და იმდენად შეწუხდა, რომ გადაწყვიტა ჩინელი ოსტატებისთვის მიემართა მისი შეკეთების თხოვნით. წარმოიდგინეთ მისი იმედგაცრუება, როდესაც საყვარელი ფიალა უსახური რკინის ლენტით დაფიქსირებული მიიღო. სეგუნმა ხელოსნებს რესტავრაციის უფრო ესთეტიკური მეთოდის მოფიქრება უბრძანა, სწორედ ასე შეიქმნა კინცუგის ტექნიკა. ეს გახლავთ ძენ ბუდიზმის ფილოსოფიისა და ვაბი საბის ესთეტიკის ნაზავი. იაპონელები, ევროპელებისგან განსხვავებით, აფასებენ არა ფუფუნებას, არამედ ისტორიას, გამოცდილებასა და უნიკალურობას. სწორედ ამიტომ მათთვის გატეხილი და შემდეგ აღდგენილი ფიალა ბევრად ძვირფასია, ვიდრე ახალი და უფრო ლამაზი. ბზარები ხომ ნივთის წარსულზე მოუთხრობს მის პატრონს. ოქროს ბზარები კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რამდენად ძვირფასია ეს ნივთი.
ეს ფილოსოფია ადამიანებს ისტორიის და წარსულის დაფასებას ასწავლის. ასწავლის ადამიანებს ძველი ბზარების და იარების, წარსულის პატივისცემას, რადგან სწორედ აღდგენილი ნატეხების და ტრაგედიების ხარჯზე ბრძენდება ადამიანი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები