კემბრიჯის ჰერცოგი და მისი შვილები კენსიგტონის სასახლეს ადელაიდას კოტეჯზე ცვლიან.
კოტეჯი უინძორის სასახლიდან, სადაც ელისაბედ დედოფალი ბინადრობს, 10 წუთის სავალ გზაზეა, უინძორის დიდი პარკის ტერიტორიაზე.
როგორც წყვილთან დაახლოებული პირები აცხადებენ, გადასვლა მხოლოდ იმ ფაქტთან არის დაკავშირებული, რომ უილიამს და კეიტს უნდათ, მაქსიმალურად "ჩვეულებრივი" ცხოვრებით იცხოვრონ და შვილები ქალაქის ქაოსისგან მოშორებით აღზარდონ.
ადელაიდას კოტეჯს მედია "შესანიშნავ ისტორიულ შენობად" მოიხსენიებს, წყვილის გადასვლას კი "მეფურ დაუნშიფტინგს" უწოდებენ.
არისტოკრატული საზომებით კოტეჯი საკმაოდ მოკრძალებულია, აქ არ არის იმდენი ოთახი, რამდენიც კენსინგტონის სასახლეში. აქ მხოლოდ ოთხი
საძინებელი, ერთი მისაღები და ტექნიკური სათავსოა.
გადასვლა შემოდგომაზე იგეგმება, ლამბრუკის კერძო სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისისთვის. სწორედ ამ სკოლაში აპირებს წყვილი შვილების, 9 წლის ჯორჯის, 7 წლის შარლოტასა და 4 წლის ლუის შეყვანას. სკოლა კოტეჯიდან 15 წუთის სავალ გზაზე, ბერკშირში მდებარეობს. იხილეთ მეტი სკოლის შესახებ.
- უინძორში გადასვლა ბავშვებს მეტ თავისუფლებასა და საყვარელი საქმით (ფეხბურთით, ცურვით, ჩოგბურთით) დაკავების მეტ შესაძლებლობას მისცემს. აქ ხომ საოცარი გაშლილი მინდვრებია, სადაც ისინი თავისუფლად და ლაღად თამაშს შეძლებენ, - წერს ბრიტანული პრესა.
გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად დედოფალთან სიახლოვესაც ასახელებენ.
კემბრიჯის ჰერცოგები სხვა რეზიდენციებზე უარის თქმას არ აპირებენ. ლონდონში ყოფნის დროს კენსინგტონის სასახლში გაჩერდებიან, ეს მათი ოფიციალური სამუშაო რეზიდენციაა. წყვილი ასევე ხშირად სტუმრობს 10-ოთახიან სახლს სანდრინჰემში.
წყვილის გადასვლით ყველა კმაყოფილი როდია - ბრიტანული ანტიმონარქიული ორგანიზაცია ჰერცოგის ახალ სახლს სამარცხვინოს უწოდებს.
"სანამ რიგითი მოქალაქეები იბრძვიან ელექტროენერგიის გადასახადების გადახდისთვის და საშინელ ინფლაციას განიცდიან, ჩვენ უილიამს და ქეითს ახალ სახლს ვჩუქნით? სირცხვილია. ყველა ეს სასახლე მოითხოვს სადღეღამისო დაცვას, მოვლას და გათბობას", - აცხადებს რესპუბლიკელების ლიდერი.
ჰერცოგების ახალი სახლი თავდაპირველად დედოფალადელაიდისთვის, მეფე უილიამ IV-ის მეუღლისთვის აშენდა 1831 წელს. ის მოდიოდა ამ აგარაკზე, როდესაც განმარტოება სურდა. დედოფალი ვიქტორია აქ ხშირად მასპინძლობდა მნიშვნელოვან სტუმრებს.
კოტეჯი 2015 წელს გარემონტდა, მთავარი საძინებელი განსაკუთრებით მდიდრულია, მორთული მოოქროვილი ანტიკური დეკორაციებით. აქვე შეგიძლიათ ნახოთ მარმარილოს ბუხარი ბერძნულ-ეგვიპტურ სტილში.
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ახალ სახლში გადასვლამდე აქ მხოლოდ მცირე სამუშაოები განხორციელდება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რამდენიმე წლის წინ ბრიტანული პრესა ვარაუდობდა, რომ სასახლეში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იცხოვრებდნენ. როგორც ცნობილია, მათი ქორწილის შემდეგ დედოფალმა ელისაბედ II-მ ახალდაქორწინებულები ამ ადგილას დასასახლებლად მიიწვია. მათ კოტეჯი დაათვალიერეს, მაგრამ საცხოვრებლად სხვა სახლი, ფროგმორი აირჩიეს, მოგვიანებით კი საერთოდ დატოვეს დიდი ბრიტანეთი.
საცხოვრებელი სახლი დედოფალს ეკუთვნის და მოწყალებისა და მადლიერების სტატუსი აქვს მინიჭებული. აღნიშნული სტატუსი ენიჭება უძრავ ქონებას, რომელიც არის მონარქის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის საკუთრება და ქირავდება ან უფასოდ გადაეცემა საცხოვრებლად სამეფო ოჯახის წევრებს ან ადამიანებს, რომელთაც ღვაწლი მიუძღვით სახელმწიფოს წინაშე.
ადელაიდას ბოლო ბინადარი დედოფლის ნათესავი სიმონ როდოსი გახლდათ. კოტეჯში ცხოვრებაზე პრეტენზია ჰქონდა პრინცესა ევგენიასაც, რომელსაც ეს სახლი ძალიან მოსწონდა. მამამისი, პრინცი ენდრიუც, ელოდა, რომ სახლს მისი ქალიშვილი მიიღებდა, თუმცა ახლა ევგენია მეუღლესთან, ჯეკ ბრუკსბანკთან და შვილ ავგუსტუსთან ერთად ფროგმორში ცხოვრობს, რომელიც სასექსის ჰერცოგებმა დატოვეს.