მოემზადეთ სასკოლოდ Veli.store-ზე



ზაფხული და დასვენების დღეები დასასრულს უახლოვდება და სკოლის დაწყებასთან ერთად, წინ უამრავი სამზადისი გაქვთ? დარწმუნებული ვარ, უამრავი წვრილმანის გათვალისწინება და ყიდვა მოგიწევთ, რომლისთვისაც, როგორც წესი, საკმაოდ დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა არის საჭირო.

სასკოლო სამზადისი Veli.store-ზე გაგიმარტივდებათ, სადაც ყველა საჭირო დეტალი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. პირველ რიგში, ალბათ, თქვენი შვილის ასაკის შესაბამისად ჩანთები გაინტერესებთ. Veli.store-ზე ზურგჩანთების ფართო არჩევანია, მათ შორის, კარკასული, ნახევრადკარკასული, ნაჭრის და სპორტული. მათი ღირებულება კი 49 ლარიდან 256 ლარამდე მერყეობს, რაც ბრენდსა და მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

Veli.store-ზე სხვადასხვა ფორმის,
ფერის და ვიზუალის ლანჩბოქსებსა და წყლის ბოთლებს შეხვდებით. ფანქრების, კალმების, საშლელის, სახაზავის, თუ ყველა სხვა მსგავსი საჭირო ატრიბუტების ორგანიზებულად შენახვისთვის, პენლების ფართო არჩევანია, ზომების,
ფორმებისა თუ მულტიპლიკაციური გმირების მიხედვით.

თუ კიდევ დავწვრილმანდებით, veli.store-ზე კალმების უზარმაზარი არჩევანია, სხვადასხვა ფერებით, ვიზუალით, წვრილთავიანი, მსხვილთავიანი თუ ტუშის მელნით. განსაკუთრებით საინტერესო, ხელჯოხისა და ქოლგის ფორმის Kikkerland-ის კალმების ნაკრებია, ასევე იმავე ბრენდის ბრელოკი კალამი განათებით. არანაკლებ საინტერესოა Milan-ის ანტიბაქტერიული კალამი, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და იდეალურია სკოლაში ჰიგიენის დასაცავად.

შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი სასკოლოდ რვეულია. Veli.store-ზე პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალურ რვეულებს შეხვდებით. კერძოდ კი ქართული ბრენდის, AEMBI-ს წარმოებულ 12, 30 და 48 ფურცლიან რვეულებს ყველა ასაკის ბავშვისთვის. ინტერნეტ მაღაზიაში ასევე Herlitz-ის 100 ფურცლიან უჯრებიან და ხაზებიან რვეულებსაც აღმოაჩენთ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის.

ფერადი ფანქრები, საღებავები, ფლომასტერები, დამხმარე აქსესუარები, როგორებიცაა საშლელი, ფუნჯები, ფარგალი, ჭიქა, წინსაფარი, სათლელი, მაკრატელი, თიხა და პლასტელინები, პასტელები, სახატავი ალბომები და ფურცლები, მოკლედ veli.store-ზე იპოვით ყველაფერს, რაც თქვენი შვილისთვის სასკოლოდ გჭირდებათ.

ბუნებრივია, როდესაც ბავშვი განვითარების ეტაპზეა, მას გონების ვარჯიში სჭირდება, რაც სხვადასხვა თამაშებითაა შესაძლებელი. Veli.store-ზე სხვადასხვა დამხმარე სახელმძღვანელოსაც შეარჩევთ, რომელთა მეშვეობითაც თქვენს პატარებს მარტივად ასწავლით ანბანს, დათვლას, შეკრებას და გამოკლებას, ფიგურებს, ფერებს, ცხოველებს და სხვა მრავალ რაიმეს. მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შეხვდებით სასკოლო კურსისა და აბიტურიენტობისთვის საჭირო სხვადასხვა წიგნებსაც.

გარდა იმისა, რომ veli.store ფართო არჩევანს გთავაზობთ, უფასო მიტანის სერვისით, შეძენილი ნივთები 3 საათში აგარაკზევე შეგილიათ მიიღოთ.

R

კომენტარის დამატება