ცხელი ამინდების მიუხედავად, შემოდგომა უკვე ძალიან ახლოსაა. წელიწადის ეს დრო გვამზადებს ზამთართან შესახვედრად. ღია ცის ქვეშ გართობებიდან, ნელ-ნელა სახლში გადავინაცვლებთ. ამასთან, შემოდგომის პირველი დღეები სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დაწყებასაც უკავშირდება. სწავლისთვის კი, როგორც სახლიდან მუშაობისთვის და პროდუქტიულობისთვის, სახლის სიმყუდროვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, რადგან შემოდგომის ცივი ამინდები ხშირ შემთხვევაში სახლში ყოფნას "გვაიძულებს", გთავაზობთ 5 უმარტივეს რჩევას, თუ როგორ იგრძნოთ თავი მაქსიმალურად მყუდროდ სახლში:
1. რბილი ბალიშები
სახლში ყოფნის დროს, ეხება ეს სახლიდან მუშაობას თუ დასვენებას, უმეტესწილად ჯდომა გვიწევს. შესაძლებელია სახლში
გქონდეთ თქვენი საყვარელი სავარძელი, ან სკამი, თუმცა დიდი ხნით ერთ პოზაში ჯდომა მაინც დამღლელია. ამიტომ, ამ დროს საუკეთესო გამოსავალი რბილი ბალიშებია. ბალიშები დაგეხმარებათ, მარტივად შეიცვალოთ მდგომარეობა მუშაობის, სწავლის ან დასვენების დროს და შეინარჩუნოთ კომფორტული მდგომარეობა ისე, რომ სხეული არ გადაღალოთ.
2. სურნელოვანი სანთლები
მყუდრო გარემოს შექმნისთვის, მნიშვნელოვანია სახლში ტრიალებდეს სასიამოვნო სურნელი. აქ არ იგულისხმება, მაგალითად ჰაერის გამწმენდის გაფრქვევით, ერთჯერადად წარმოქმნილი სურნელი. კარგი ატმოსფეროსთვის, მნიშვნელოვანია სახლში ხანგრძლივად ტრიალებდეს სასიამოვნო სურნელი, რისი მიღწევაც სხვადასხვა სახის სურნელოვანი სანთლებით არის შესაძლებელი. ისინი, არამხოლოდ სასიამოვნო სურნელს, არამედ რბილ განათებას და სითბოს შესძენენ გარემოს.
3. ცხელი სასმელები
კაკაო, ცხელი შოკოლადი, კენკრის ჩაი, ცხელი ლატე, გლინტვენი - რომელია თქვენი საყვარელი ცხელი სასმელი? აღმოაჩინეთ გემო, რომელიც დაგეხმარებათ სიმშვიდის შეგრძნებაში, დაგმუხტავთ დადებითი ენერგიით და მეტიც, გაგხდით მეტად პროდუქტიულს. ამ დროს, მატულობს ბედნიერების შეგრძნება და თქვენ, სახლში ყოფნით, სიხარულს განიცდით.
4. თბილი სვიტერი
თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ, დროა იზრუნოთ საყვარელი, თბილი სვიტერის შერჩევასა და შეძენაზე. ეს შეიძლება იყოს ჰუდი ან სხვა, ნებისმიერი კომფორტული მოსაცმელი. მთავარია გახსოვდეთ, რომ მისი ტარებისას თავს აუცილებლად კომფორტულად და აუცილებლად, სახლში უნდა გრძნობდეთ. ეცადეთ, თქვენი სვიტერი შეუხამოთ საშემოდგომო წინდებს. მათი ტანდემი გაგიორმაგებთ პროდუქტიულობას, ამით გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნებები, კი მოგანდომებთ სახლში დარჩენას და დროის ხარისხიანად გატარებას.
5. მუსიკა
შექმენით ისეთი მუსიკალური „ფლეილისთი“, რომელიც შთაგაგონებთ და ხელს შეგიწყობთ ფიქრის პროცესში. გახსოვდეთ, შთაგონება უდიდესი ძალაა, რაც გარკვეული წარმატებული ნაბიჯების გადადგმისკენ გვიბიძგებს და უდავოდ, გამონაკლისების გარეშე, ყველას გვსიამოვნებს წარმატების შეგრძნებები. საყვარელი მუსიკა, კი გარდაუვალი გარანტიაა თქვენი შთაგონებისთვის.
მაშ ასე, მოიმარაგეთ რბილი ბალიშები, შეიძინეთ სურნელოვანი სანთლები, გაიმზადეთ გემრიელი - ცხელი სასმელი, მოირგეთ კომფორტული სვიტერი, უსმინეთ საყვარელ მუსიკას და ისიამოვნეთ სახლში ყოფნით.
ლაშა ცაგარეიშვილი