ახალი წელი ყოველთვის წარსულთან დამშვიდობებისა და განახლებული ენერგიის სიმბოლოა. ამიტომაც, ადამიანები ჯადოსნურ ღამეს განსაკუთრებით ელიან. მას შემდეგ, რაც ნეგატიური ემოციებისა და ენერგიისგან გათავისუფლდებით, ახალი იდეების რეალიზებასა და წარმატების მიღწევას შეძლებთ. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი გზა ახალ წლამდე კონკრეტული ნივთების გადაყრაა. დღეს მოგიყვებით, რისგან უნდა გაათავისუფლოთ სახლი, თუ გსურთ იღბალი მოიზიდოთ.
ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც დიდი ხანია არ იცვამთ
გარდერობში, ალბათ, ბევრ ადამიანს აქვს ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც არ იცვამენ და დიდი ხანია, უფუნქციოდაა. სპეციალისტების თქმით,
ასეთ ნივთებს უარყოფითი ენერგიის დაგროვება შეუძლიათ. ამიტომაც, ჯობს ახალ წლამდე სახლიდან გაიტანოთ, გააჩუქოთ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეთ ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც აღარ იცვამთ და არც გამოყენებას აპირებთ. ასე კეთილ საქმესაც გააკეთებთ და ატმოსფეროსაც გაათავისუფლებთ.
გასული წლის კალენდარი
ბევრ ადამიანს ძველი კალენდრების დროულად გადაყრა ავიწყდება. თუმცა, სწორედ ამ ნივთმა შეიძლება ცხოვრების ახალ ეტაპებსა და მიღწევებში ხელი მნიშვნელოვნად შეგიშალოთ. გარდა ამისა, თუ წინა წლის კალენდარი ისეთ ადგილზე გიკიდიათ, რომ სულ ხედავთ, იგი წარსულის უსიამოვნო მოვლენებსა და სიტუაციებს გაგახსენებთ და ნეგატიურ განწყობას შეგიქმნით. ამიტომაც, ჯობს ახალ წლამდე წინა წლის კალენდარი გადააგდოთ. განაგრძეთ კითხვა