სოციალურ ქსელში საახალწლოდ ძალიან ლამაზად გაფორმებული ქუჩის ფოტოები გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ის საოცარი საახალწლო განათებები, ნაძვის ხეები და დეკორაციები ზაქარიაძის ქუჩის მოსახლეობას ერთობლივი ძალებით გაუკეთებიათ. ჩვენ მოვძებნეთ ამ საქმის ორგანიზატორი და ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძე.
- მადლობა, რომ მოგეწონათ ჩვენი ქუჩა და მისი დეკორაციები. ნოემბრიდან დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა გაგვეკეთებინა და როგორ მოგვერთო ჩვენი ქუჩა. დავუკავშირდი მეგობრებს, ჩემს მეზობლებს - პენსიონერებს, მოხუცებს, უხუცესებს, ახალგაზრდებს და მოვილაპარაკეთ, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ასათიანის შემოსახვევიდან დაწყებული, გადაწყდა, რომ თითოეული კორპუსის მიმდებარედ, ყველგან
საახალწლო განწყობა შეგვექმნა.
- დღეს ყველა კორპუსთან არის სადღესასწაულო განწყობა, ზოგან განათებები, ნაძვის ხე...
- კი, ყველას მოჰქონდა სათამაშოები, საახალწლო დეკორაციები, რაც ჰქონდათ. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ერთ-ერთი მოხუცი ბებოს საქციელი, რომელიც სახლიდან გარეთ იშვიათად გამოდის. დამირეკა, სათამაშოები გადავაწყვე და როდის მოგაწოდოთო. მერე ჩამოვიდა მეხუთე სართულიდან და თავისი ხელით გადაწყობილი მისი უსაყვარლესი სამი სათამაშო ჩამომიტანა. 85 წლის ბებოს ამ დამოკიდებულებამ, სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა... მთავარი, სიყვარულით და გულით იყოს საქმე გაკეთებული და ვინ ფუმფულა სათამაშოს მოიტანს და ვინ კოშკებს ააშენებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, ავაგეთ ნაძვის ხეები, შევკარით გარკვეული კონსტრუქციები...
- ე.ი. მთელი ქუჩა სიხარულით ჩაერთო ქუჩის საახალწლო მოწყობაში.
- კი, შედუღება მამუკამ იცოდა, ელექტრობა ლევანი ძიამ ითავა, კონსტრუქციის გაკეთება ოთარი ბაბუამ შემოგვთავაზა და დაგვეხმარა იმაში, როგორ აგვეგო, მეგობარმა დიზაინერმა თავის კუთხით იმუშავა. ვისაც რა შეგვეძლო, ისე ვერთვებოდით ამაში. ყველაფრის ორგანიზატორი მე გახლდით, რომ ხალხი შემეკრიბა და ამ ერთი იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით. ჩემს ავტოფარეხში ვისაც რა შეეძლო, მოჰქონდა, სათამაშო, წვიმა, ნაძის ხე. საბოლოოდ გაჩნდა სლოგანი - „სიყვარული(თ)ბილისი 2023 წელი“. მერე პაატამ თქვა - მოდი, „თ“ გულში ჩავსვათო. ეს სლოგანი ნაძვის ხეზეც დავაწერეთ და ახლა ის არის ჩვენი 2023 წლის მთავარი სლოგანი. ყველაფერს ამ სლოგანით შევქმნით და გავაკეთებთ ზაქარიაძის ქუჩაზე. განაგრძეთ კითხვა