როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სახლში ცუდი აურაა


განსაკუთრებული ინტუიციით დაჯილდოებული ადამიანები ხშირად გრძნობენ აუხსნელ დისკომფორტს ზოგიერთ სახლში.
ნებისმიერ ტერიტორიას თავისი აურა აქვს, რომელიც ზოგჯერ საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება. ენერგეტიკულ ველი შთანთქავს, ისრუტავს აბსოლუტურად ყველაფერს, ყოველ სიტყვას. განსაკუთრებით მოქმედებს ნეგატიური ველი.
წყევლა ერთ-ერთი მათგანია. ეს არის სიტყვიერი ფორმულა ან თუნდაც გამოუთქმელი აზრი, რომელიც გულისხმობს ბოროტ ზრახვას ვიღაცის ან რაღაცის მიმართ. უცხო ბინაში შესაძლოა ვერც კი წარმოიდგინოთ, რომ ეს სახლი დაწყევლილია.
ექსპერტები გირჩევენ: უმჯობესია ენდოთ პირველ შეგრძნებებს. თუ იგრძნობთ უცნაურ სიცივეს ან თითქოს ვიღაც გიყურებთ, უმჯობესია იმ ადგილიდან გაიქცეთ.
თუ
სივრცე დიდი ხნის განმავლობაში არ გაიწმინდება უარყოფითი ენერგიისგან, მაშინ წარმოიქმნება მძლავრი ნეგატიური ველი, რომელიც მიიზიდავს ყველაფერ ცუდს. ეზოთერიკოსები გვირჩევენ, რომ ახალ სახლში გადასვლის შემდეგ აუცილებელად უნდა გაკეთდეს რემონტი, რათა ატმოსფერო გაიწმინდოს და გადახალისდეს. ეს ჯადოს და წყევლის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა. "დაწყევლილი ბინის" რამდენიმე ძირითადი ნიშანია:

ყველგან ძაფები


ხშირად ახალ სახლში შესაძლოა იპოვოთ წარსული მფლობელების მიერ დატოვებული "სიურპრიზები". მაგალითად, ძაფები სარკეებზე ან ფანჯრის ჩარჩოებს შორის. უნდა გვესმოდეს, რომ ეს უბრალოდ ძაფი არ არის. ძაფზე ჯადოს გაკეთებით ადამიანები ცდილობენ დაიცვან თავი ბოროტი სულებისგან.

რელიგიური სიმბოლოები

სახლის ყფილი ბინადრები შესაძლოა მორწმუნეები იყვნენ, თუმცა რწმენასთან დაკავშირებული სიმბოლოების სიჭარბე უცნაურ აზრებს იწვევს. შესაძლოა სახლის პატრონები ნეგატიური აურისგან თავის დაცას ცდილობდნენ და ამიტომ ჰქონდათ ეს სიმბოლოები უხვად.

ხშირი ჩხუბი

თუ ახალ ბინაში გადასვლამდე თქვენს ოჯახში სიმშვიდე სუფევდა, გადასახლების შემდეგ კი ხშირად ჩხუბობთ, ყველაფერზე, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ბინაში ყველაფერი რიგზე არ არის.

ხშირი დაზიანებები


ტექნიკა და შიდა კომუნიკაციები ასევე შეიძლება ასახავდეს ატმოსფეროს. როდესაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხშირად ფუჭდება, ხდება მოკლე ჩართვა, ნათურები ერთი თვეც კი ვერ ძლებს, მილები ჟონავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში არ არის ჯანსაღი აურა.

მწერები

სახლის ყიდვის დროს შესაძლოა თავად ვერ დაინახოთ, რადან ერთი შეხედვით ეს არცთუ თვალსაჩინოა, გირჩევთ ჰკითხოთ მეზობლებს, ხომ არ არიან მათთან მწერები, ტარაკნები და სხვადასხვა მწერები, თუ არიან, გირჩევთ სასწრაფოდ მიიღოთ სათანადო ზომები, ეს კარგის ნიშანი ნამდვილად არ არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები