თუ ვინმემ ეს ნივთები გაჩუქათ, აუცილებლად ხურდა ფული მიეცით - ნივთები, რომელთა გაჩუქება ან საჩურად მიღება არ შეიძლება


ყველა საჩუქარს ბედნიერება როდი მოაქვს, ზოგმა ნაჩუქარმა ნივთმა შესაძლოა ოჯახს უბედურება მოუტანოს.
ნივთები ისრუტავენ იმ ადამიანის ენერგიასა და ინფორმაციას, ვინც გვაჩუქებს. ამიტომ ახლობლებისთვის საჩუქრის შერჩევის დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა შევარჩიოთ დადებითი ემოციებით, რათა ოჯახს, რომელშიც ეს ნივთი შევა, სითბო და სიხარული, ბედნიერება მოვუტანოთ.
თუმცა არსებობს ისეთი ნივთები, რომელიც თავისთავად არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი და მათი ჩუქება არ ღირს. სასაჩუქრე კოდექსში არსებობს რამდენიმე ტაბუ. ამ ნივთების არათუ ჩუქება, მიღებაც არ შეიძლება.

საათი



საათის ჩუქება ცუდის მანიშნებელია, მან შესაძლოა ოჯახის
წევრებს შორის უსიამოვნება და განშორებაც კი გამოიწვიოს. ამბობენ, რომ მას მას შემდეგ, რაც საათის ისრები გაჩერდება წყვილი ერთმანეთს დაშორდება. ჩინეთსა და იაპონიაში, მაგალითად, ამ ნივთებს ადამიანები თავად ყიდულობენ.

ჭურჭელი

ჭურჭლის ნაკრები ოჯახური სიმყუდროვის ნიშანია. მისი ჩუქება შესაძლებელია, თუმცა სანამ აჩუქებდეთ საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ არ იყოს გაბზარული ან გატეხილი.

ბასრი საგნები



გირჩევთ მაკრატელი, დანა-ჩანგალი საჩუქრების სიიდან ამოშალოთ. მსგავსი ნივთები ნეგატიური აურის მატარებელია და შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდეს. 

სარკე



სარკე ადამიანის სულს ირეკლავს და შეუძლია დაიტიოს როგორც დადებითი ისე უარყოფითი ენერგია. სარკის მეშვეობით შესაძლოა ადამიანს ჯადოც კი გაუკეთონ. ამიტომ ფრთხილად იყავით და ეცადეთ, რომ სარკე საჩუქრად არასდროს მიიღოთ. ასეთი ნივთი უმჯობესია დამოუკიდებლად შეიძინოთ.

საფულე



საფულე ის ნივთია, რომლის ცარიელი ჩუქებაც არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ადამიანს, რომელსა ცარიელ საფულეს აჩუქებთ, ფინანსური პრობლემები დაეწყოს. ეს ეხება არა მარტო საფულეს, ასევე ჩანთას, ყულაბას, ჩემოდანს და ა.შ

ფული

ფული ადამიანის ენერგიას თრგუნავს. როდესაც ადამიანს ფულს ვჩუქნით, საკუთარი ენერგიის ნაწილს გავცემთ.

მარგალიტი

მარგალიტის ნივთები ლამაზი და ძვირფასია, თუმცა მისი ჩუქება არ ღირს. ითვლება, რომ ამ ქვას ადამიანისთვის ცრემლის მოტანა შეუძლია.

ცხვირსახოცი

თუ ცხვირსახოცი ცრემლების მოსაწმენდად არის განკუთვნილი, უმჯობესია არ აჩუქოთ. ამ ნივთმა შესაძლოა ოჯახში უსიამოვნება გამოიწვიოს. თუ მაინცდამაინც მსგავსი ნივთი გინდათ საჩუქრად, შეგიძლიათ შეარჩიოთ სუფრა ან შარფი.

წამალი



მედიკამენტების არც საჩუქრად მიღება ვარგა და არც მათი ჩუქება. ამან შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

სანთლები




სანთლებს გააჩნიათ ენერგეტიკული მეხსიერება, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი არც საჩუქრად მიღება და არც გაჩუქება. ამან შესაძლოა უბედურება მოიტანოს.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ არასასურველი ნივთი გაჩუქეს

თუ გაჩუქეს სანთლები ან ბასრი ნივთები ადამიანს, ვინც ეს ნივთი გაჩუქათ, მიეცით ხურდა ფული.
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ხასიათზეა ადამიანი, რომელიც გაძლევთ საჩუქარს, თუ ატყობთ, რომ არ არის კარგ ხასიათზე, ნუ იჩქარებთ შეფუთვის გახსნას, დადეთ მზეზე, მზის სხივები საჩუქარს ნეგატიური ენერგიისგან გაათავისუფლებს.
უარი თქვით ისეთ ნივთებზე, რომელიც წინა პატრონს არ გამოადგა, ასეთი ნივთები მალე ფუჭდება ან ტყდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები