საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ჩვენი ქვეყნის საზღვარი რუსეთის მოქალაქეებმა 427 443-ჯერ გადმოკვეთეს. საქართველოს საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდიან: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები. ეს მონაცემები 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 145 339-ით არის გაზრდილი. ეს მონაცემები განსაკუთრებით ყურადსაღებია იმით, რომ ბოლო დროს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის გახშირდა დაპირისპირება. რა საფრთხეების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას ამგვარი რეალობა, ამის შესახებ უსაფრთხოების
საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- სავსებით გასაგებია, რომ ქართველებისთვის რუსეთის მოქალაქეების ამ კონცენტრაციით ქვეყანაში ყოფნა გამაღიზიანებელია, იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთლად ამდენი არა, მაგრამ არც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან ცოტანი. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სავაჭრო გზების გზაგასაყარზე იყო და ყოველთვის გამოირჩეოდა სიჭრელით. შესაბამისად, რისკები საქართველოს წინაშე ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. თქვენ ხშირად გიკითხავთ ჩემთვის, შეიძლება თუ არა ეს ხალხი რუსული სპეცსამსახურების, მეხუთე კოლონის შემოგზავნილი იყოსო. დიახ, შეიძლება, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ჯგუფები, თურქეთიდან იქნება თუ არაბული ქვეყნებიდან. შემიძლია უამრავი რელიგიური ორგანიზაცია დავასახელო, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. იგივე ითქმის რუსებზეც. თქვენ არ გეგონოთ, რომ დასავლეთი არ გზავნის აქ ჯგუფებს პოლიტიკური დაკვეთით. დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არსებობს იდეოლოგიური ნარატივები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის მიუღებელია. ქართველებისთვის მიუღებელი ნარატივების გამტარებელი ჯგუფებიც ჩვეულებრივად მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებენ საქართველოში.
- გასაგებია, მაგრამ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე სერიოზულ ხიფათს ქართველი ხალხი რუსეთისგან მოელის.
- საფრთხე ნამდვილად არსებობს და სპეცსამსახურებს მეტი ყურადღება და პროფესიონალიზმის გამოჩენა მართებს.
- ასეთი მოცემულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია თუ არა, რომ სახელმწიფომ გარკვეული შეზღუდვები დააწესოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე, ასევე მათ ეკონომიკურ საქმიანობასა და უძრავი ქონების შეძენაზე? განაგრძეთ კითხვა