ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, როგორ კიდებთ ტუალეტის ქაღალდს სამაგრზე. ამ მოქმედებას ადამიანები, როგორც წესი, მექანიკურად ასრულებენ. მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანი ამას თავისებურად აკეთებს. ერთნი ისე კიდებენ, რომ ქაღალდის ბოლო ქვემოდან არის მოქცეული, ზოგი კი ისე, რომ, ქაღალდის ბოლო ზემოდან არის. ფსიქოლოგების აზრით, სწორედ ამ უმნიშვნელო დეტალით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა.
თუ ქაღალდს თავისუფალი ბოლოთი ზემოდან კიდებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ორგანიზებული ადამიანი ხართ, ცდილობთ ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ, ასეთი ადამიანები ხშირად წარმატებული ბიზნ
თუ რულონს პირით ქვემოთ აქცევთ ( ეს უკუღმა მდგომარეობად მიიჩნევა) მაშინ თქვენ ერთგული და სანდო ადამიანი ყოფილხართ. ასეთივე ადამიანებით ხართ გარემოცული.
თუ საერთოდ არ მოგწონთ ქაღალდის დაკიდება და მას უბრალო ისე დებთ უნიტაზის თავზე, მაშინ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ყოფილხართ, რომელსაც ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიაქვს.