გერმანელი მეფის მიერ აგებული ზღაპრული სასახლე, რომელიც ყველაზე ჯადოსნურ სასახლედ მიიჩნევა მსოფლიოში

ბავარიის მეფე ლუდვიგ II-მ, რომელსაც ხშრად გიჟად, ექსცენტრიულად და მეზღაპრედაც კი მოიხსენიებდნენ, 1800-იანი წლების მეორე ნახევარში ალპების ერთ-ერთ კლდოვან ბორცვზე, ჰოჰენშვანგაუჩის მახლობლად, თავისი ოცნების სასახლე ააგო, რომელიც მილიონობით ადამიანის ფანტაზიის საგანი გახდა, ისინი გერმანიაში თუნდაც იმიტომ ჩადიან, რომ ეს საოცარ სასახლე საკუთარი თვალით ნახონ. ნაგებობას სამართლიანად უწოდებენ ინოვაციურს და კრეატიულს, გენიოსი ადამიანის მიერ შექმნილ ყველაზე ლამაზ ქმნილებას, რომელიც არა პოლიტიკური არასტაბილურობის ან ომის ეპოქაში შეიქმნა თავშესაფრის მიზნით, არამედ - ესთეტიკური სიამოვნებისთვის.




ნოიშვანშტაინის სასახლე ბავარიის არქიტექტურული მარგალიტია, რომელიც თვალშისაცემია 150 წლის
შემდეგაც კი. იგი მთის მწვერვალზე მდებარეობს, საიდანაც ფანტასტიკური ხედები იშლება ჰოჰენშვანაუს ხეობაზე, ბავარიის ალპებზე და მშვიდი ალფსის ტბაზე. სწორედ ამ ხედებმა და ამ სასახლემ შთააგონა უოლტ დისნეი, შეექმნა მძინარე მზეთუნახავის საკულტო სასახლე.
ნოიშვანშტაინის სასახლის ისტორია 1860-იან წლებში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა მეფე ლუდვიგ II, სულ რაღაც 18 წლის, შუა საუკუნეების ციხესიმაგრის, ჰოენშვანგაუს ნანგრევების აღსადგენად გაემგზავრა. როგორც გაირკვა, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ამ კლდოვან ბორცვზე, სადაც დღეს ნოიშვანშტაინის სასახლე იწონებს თავს, ორი პატარა ციხესიმაგრე იდგა.



ლუდვიგი ამ ადგილებს ბავშვობიდან კარგად ცნობდა, ამ ტერიტორიაზე ხომ მეფის საზაფხული რეზიდენცია მდებარეობდა.


ლუდვიგი დიდი რომანტიკოსი გახლდათ, მისმა ესთეტიკისა და სილამაზისკენ სწრაფვამ დიდი კვალი დატოვა ბავარიის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ სრულუფლებიანი მეფე იგი მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყო, დანარჩენი პერიოდი მხოლოდ ნომინალური მმართველი გახლდათ, მან ხალხს ულამაზესი მემკვიდრეობა და დიდი სიყვარული დაუტოვა. ლუდვიგ II ყმაწვილობიდანვე სულ იმას იმეორებდა, რომ უნდოდა ამოუცნობი დარჩენილიყო როგორც საკუთარი თავისთვის, ის ხალხისთვის. მისმა ესთეტიკის, ხელოვნებისა და სილამაზისადმი სწრაფვამ ცუდად იმოქმედა მასზე, როგორც მეფეზე, რადგან რომანტიზმით გატაცებული სამეფო საქმეებს სათანადოდ ვერ უძღვებოდა, რამაც საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა. ვერ ახერხებდა საომარ ოპერაციებში სათანადოდ ჩართვას, ვერც ჯარს ხელმძღვანელობდა, რამაც ტერიტორიების დაკარგვა და მისი ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია. საბოლოოდ მისმა მტრებმა ეს მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს და გიჟად, ქმედუუნაროდ შერაცხეს. მიუხედავად ამისა, მან ხალხის საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.


მისი ბავშვობის ახდენილი ოცნება, ნოიშვანშტაინის სასახლე, ისტორიციზმის მაგალითია, არქიტექტურული სტილია, რომელიც პოპულარული გახდა მე-19 საუკუნის არქიტექტურაში, მისი ფორმები, წყობა და დიზაინი, რომელიც სრულყოფილებამდე არის მიყვანილი, აერთიანებს რამდენიმე ჟანრს, რომელიც დღემდე აოცებს ადამიანებს.








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები