დედამიწაზე დღესაც ბინადრობენ კანიბალების ტომები და ტურისტები მათ გასაცნობად ეგზოტიკურ ქვეყნებში დაიარებიან

ბოლო დროს სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ექსტრემალური ტურიზმი ეგზოტიკურ ქვეყნებში. საფარი, ტროპიკული მდინარეების გადაცურვა, გაუვალი ჯუნგლების გადაკვეთა - ეს ყველაფერი ხიბლავს და ახარებს ექსტრემალ მოგზაურებს. თუმცა, მსგავსი მარშრუტების შემომთავაზებელი არც ერთი კომპანია და გიდი არ აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტის ზოგიერთ შორეულ კუთხეში ჯერ კიდევ არსებობენ კაციჭამიები და ეს რეალობაა და არა ტურისტების მოსზიდად გამოგონილი ამბავი. მოდით ვნახოთ, სად არსებობს კიდევ კანიბალიზმი.

ანდამანები და ჩრდილოეთ სენტინელი

ანდამანის კუნძულები ინდოეთსა და მიანმარს შორის მდებარეობს. ზოგიერთი კუნძულის მკვიდრთა შესახებ, მაგალითად,
ჩრდილოეთ სენტინელის, დიდი ხანია არსებობს გადმოცემები, რომ თითქოს ისინი ველურები, სისხლისმსმელები და აგრესიულები არიან უცხო ადამიანების მიმართ და რომ დაუპატიჟებელი სტუმრის მოკვლა მათთვის სირთულეს სულაც არ წარმოადგენს.

ეს რეალობაა. მრავალი ისეთი შემთხვევა ცნობილი, როდესაც ველური ტომების სანაპიროებთან ტურისტები, რომლებიც გემის ჩაძირვის შედეგად შემთხვევით აღმოჩნდნენ ველურებთან ერთად კუნძულებზე, მათი მსხვერპლი გახდნენ. უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულება, რომ აქ კანიბალიზმის შემთხვევებიც კი ფიქსირდება.

ინდოეთი

რაც შეეხება ინდოეთს, ამ ქვეყნის ჩრდილოეთით არის აგორის სექტა, რომლის მოძღვრებაც ინდუიზმზეა დამყარებული. ეს ძალიან უცნაური ადამიანები არიან, რომლებიც ასკეტურად ცხოვრობენ და ბევრ უცნაურ რიტუალს ატარებენ, ოცნებობენ ხელახლა დაბადებისგან თავის დაღწევაზე. ამ ტომში კანიბალიზმის შემთხვევები უცხო არ არის. აბორიგენების აზრით, ეს მათ ახალგაზრდობას უხანგრძლივებს. თუმცა ამ მიზნით ისინი ადამიანებს არ ხოცავენ, არამედ უკვე დაღუპულებს იყენებენ. გაგიკვირდებათ და, მიუხედავად მათი ამაზრზენი ჩვეულებებისა, აღორები მშვიდობისმოყვარე ტომად ითვლებიან - ისინი არასოდეს ჩადიან მძიმე დანაშაულს.

პაპუა - ახალი გვინეა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საკმაოდ ბევრი სახელმწიფოა, სადაც კანიბალიზმი ფიქსირდება. მაგალითად, პაპუა-ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს კოროვაის ტომი. ისინი რეგულარულად ეწევიან კანიბალიზმს. მათი მსხვერპლი ან ტომის მოულოდნელად დაიღუპული წევრები არიან, ან მათ მიწაზე შემთხვევით აღმოჩენილი ექსტრემალი ტურისტები. აქ ითვლება, რომ კანიბალიზმის რიტუალით ისინი მთელ ტომს გარკვეული უბედურებისგან დაიცავენ.
არსებობს ეჭვი, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორის, ნელსონ როკფელერის ვაჟი, მაიკლი, სწორედ მტაცებელი კოროვაის მსხვერპლი გახდა. მაიკლი ამ მხარეში ველური ტომების შესასწავლად ჩავიდა, რაც მას ძალიან ძვირად დაუჯდა, ახალგაზრდა მამაკაცი უკვალოდ გაუჩინარდა ჯუნგლებში და მისი ცხედარი ვერსად აღმოაჩინეს.

ინდონეზია

ინდონეზია ყველაზე კანიბალურ ქვეყნად მიიჩნევა დედამიწაზე. აზიის ამ კუნძულზე კანიბალიზმის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებულია. დასავლეთ ახალ გვინეაში (ირიან ჯაია) რამდენიმე ტომი ეწევა კანიბალიზმს - მაგალითად, დუგუმ-დანი, კაპაკუ, ასმათი და ა.შ. ადგილობრივი კანიბალები თავისთვის დელიკატესებსაც კი ირჩევენ, მაგალითად, პენისი, ცხვირი, ენა, ღვიძლი და ა.შ.
ამ მხრივ დიდი კუნძული კალიმანტანიც (ბორნეო) გამოირჩევა, რომელიც ახალ გვინეასთან მდებარეობს. ამ ჯუნგლებში ცხოვრობს დაიაკის დიდი ტომი, მათი რიცხვი რამდენიმე მილიონს აღწევს. ამ ხალხს თავის ქალაზე მონადირეებს უწოდებენ. ადგილობრივი კანიბალები ჩვეულებრივ გამოდიან ადამიანებზე სანადიროდ და ამას ქალების ხელმძღვანელობით აკეთებენ.

კამბოჯა

კამბოჯაში კანიბალიზმის პიკი 1960-70-იან წლებში, ომის პერიოდში ფიქსირდებოდა, თუმცა ეს ტრადიცია ცალკეულ შემთხვევებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. აქ ოდესღაც ითვლებოდა, რომ კამბოჯელი მეომრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მტრის ღვიძლის ჭამა, რითიც მტერზე საკუთარ უპირატესობას გამოხატავდა. მათთან ეს ტრადცია, შეიძლება თქვას, რომ გრძელდება.

ფიჯი

კუნძული ფიჯი, რომელიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ოდესღაც კანიბალისტ აბორიგენებთან იყო დაკავშირებული და მას "კანიბალისტებს" უწოდებდნენ. ახლა ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. თუმცა, აქ მაინც გვხვდებიან კანიბალები – ისინი თავს იმით იმართლებენ, რომ ყველას არ კლავენ, არამედ მხოლოდ მტრულად განწყობილი ტომების წარმომადგენლებს. ეს მათთვის რიტუალი.

ბრაზილია
ბრაზილიური ვარის ტომი საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა კანიბალიზმს ღვთისმოსავი მეზობლების მიმართ, მათ "მსხვერპლი" ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპულები იყვენენ. გასული საუკუნის შუა ხანებში მისიონერებმა ამ კანიბალური ტომის მრავალი წარმომადგენელი მოკლეს, თუმცა არა ყველა. ყველაზე ღარიბ და ველურ უბნებში კანიბალიზმის შემთხვევები ჯერ კიდევ ფიქსირდება, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ არის რიტუალი, ეს სიღარიბითა და შიმშილით სასოწარკვეთილი ადამიანების თავის გადარჩენის გზაა.

აფრიკა

აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ლიბერიის მეზობელ ქვეყნებში, როგორიც არის კოტ დ'ივუარი და სიერა ლეონე, კანიბალიზმი ისევ ფიქსირდება. გასული საუკუნის ბოლოს მათთან ეს ძალიან გავრცელებული იყო, ახლა შდარებით იშვიათად, თუმცა შემთხვევები მაინც ფიქსირდება. კანიბალები არიან ნიგერიაში, ტოგოში და ევროპეიზებულ სამხრეთ აფრიკაშიც კი. თანამედროვე საიდუმლო საზოგადოებებიც კი არსებობს, რომლებიც კანიბალიზმით არიან დაკავებულნი, მათ თავიანთ იდეოლოგიაც კი მოიგონეს - "ლეოპარდის საზოგადოება", "ალიგატორთა საზოგადოება" და ა.შ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები