სახლი არის ადგილი, სადაც მისი მფლობელის ენერგია ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული ან ძალას ანიჭებს ადამიანს და ან ართმევს მას. იმისათვს, რომ თქვენს საცხოვრებელში მხოლოდ პოზიტიურმა ენერგიამ იტრიალოს, უნდა განთავისუფლდეთ გარკვეული ჩვევებისგან.
კამათი
ატმოსფერო, სადაც ყველა ერთმანეთს აგინებს, ბრაზდება და შეურაცხყოფას აყენებს, სახლის აურაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ასეთ გარემოში რთულია ნდობის, თბილი ურთიერთობების დამყარება. ეცადეთ, საკამათო საკითხები სერიოზულ კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. ისწავლეთ პრობლემების მშვიდად გადაჭრა, სხვებისთვის გონებრივი ან ფიზიკური ზიანის მიყენების გარეშე.
არეულობა
მიმოფანტული ნივთები, ჭუჭყიანი ჭურჭელი, აქეთ-იქით მიყრილი საგნები -
ეს ყველაფერი ქაოტურ ენერგიას ქმნის. წესრიგის გარეშე ადამიანი სახლში თავს დაცულად და კომფორტულად ვერ გრძნობს, ეცადეთ, სახლი ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ.
დახურული ფანჯრები
მზის სინათლისა და სუფთა ჰაერის გარეშე ადამიანს უჭირს ზრდა-განვითარება. მუდმივად დახურულმა ფანჯრებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიული განწყობა და შფოთვა. ჩვევად აქციეთ, რომ მზის ენერგია ყოველდღიურად შეუშვათ თქვენს სახლში, სუფთა ჰაერი კი დაგეხმარებათ აზრების განახლებაში.
ძველი, გატეხილი ნივთების კოლექცია
იმ ადამიანების მიერ ნაჩუქარი სუვენრიები, ვისთანაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, აღარ გაქვთ ურთიერთობა, კარგს არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, ასეთი ნივთები სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან.
გარდაცვლილი ნათესავების ფოტოები
გარდაცვლილი ადამიანების პორტრეტები კედელზე ენერგიას ართმევს ადამიანს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, თავის ტკივილი და ა.შ. მით უმეტეს, თუ ფოტოები საძინებელში ან მისაღებშია. უმჯობესია, მათი ფოტოები ცალკე ალბომში შეინახოთ.
გამხმარი მცენარეები
ოთახის მცენარეები ჯანმრთელობის, ზრდისა და სიძლიერის სიმბოლოა. ისინი ყოველთვის კარგ მდგომარეობაში უნდა იყვნენ, ლამაზი ფოთლებით.
საგარეო ფეხსაცმელი
ეცადეთ, ყოველთვის გაიხადოთ ფეხსაცმელი, რომლითაც გარეთ იარეთ. ყველაფერი ცუდი, ჭუჭყიანი, ფიზიკურიც და არაფიზიკურიც, დატოვეთ გარეთვე. ფეხსაცმელი გაიხადეთ, გაასუფთავეთ და თავისი ადგილი მიუჩინეთ.