სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ქალები განქორწინების შემდეგ უსახლკაროდ რჩებიან. იგივე ბედი ეწია 27 წლის შარლოტა საპველს, ორი შვილის დედას, რომელსაც განქორწინების შემდეგ არ სურდა მშობლების დამძიმება, არადა, ქუჩაში აღმოჩნდა 2 შვილთან ერთად. ამიტომ გადაწყვიტა კერძო სახლის აშენება საკუთარი ხელით. მან დაამტკიცა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეთ.
თავდაპირველად ქალი ქირით გადასვლას ცდილობდა, მაგრამ ეს ვარიანტი მიუწვდომელი აღმოჩნდა. მშობლების სახლი არც ისე დიდი იყო, რომ კომფორტულად ეცხოვრათ, ამიტომაც გადაწყვიტა ცალკე სახლი აეშენებინა თავისი პატარა ოჯახისთვის. ეს იდეა ბაბუამაც მოუწონა
ქალს და შვილიშვილს 10 ათასი დოლარიც გადასცა საჩუქრად ჩანაფიქრის განსახორციელებლად და ფეხზე წამოსადგომად.
ბაბუა, როგორც პროფესიონალი დურგალი, პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევდა შვილიშვილს და ყველა შესაძლო დახმარებას უწევდა, საბოლოოდ შეიმუშავაეს პროექტი ზომით პატარა სახლისთვის. ქალმა ისწავლა კედლების ამოყვანა, იატაკისა და სახურავის გაკეთება, ფილების დაგება, ელექტროენერგიის და სანტექნიკის დამონტაჟება. ახალგაზრდა დედამ თავად შეძლო ისეთი რამეების გაკეთება, რასაც კაცებიც კი ვერ ბედავენ.
სიამაყე და სიხარული მხოლოდ პროცესის დასასრულს მოვიდა. ზოგიერთი სამუშაო დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვდა, ბევრჯერ ყველაფრის მიტოვებაც უნდოდა, მაგრამ ექვს თვეზე მეტი დაუღალავად მუშაობდა, დღეში 10-12 საათი. ბავშვების ცხოვრების მოწესრიგება და მათთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნის სურვილი ამოძრავებდა. 18 კვადრატში შესაძლებელი აღმოჩნდა მისაღები-სამზარეულოს, საძილე ადგილის და კეთილმოწყობილი აბაზანის მოწყობა.
დედის ყველაზე დიდი სიამაყე და სიხარული პატარა ოჯახის წევრების იზოლირებული საძინებელია. შარლოტამ საკუთარი ხელით მოახერხა ორსართულიანი საწოლის გაკეთება, რომელიც დაამონტაჟა ისე, რომ კარადისა და თაროებისთვისაც დარჩა ადგილი. მშენებლობის პროცესში არაერთ სირთულესთან მოუწია შეჯახება, მაგალითად ნებართვის აღებასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა და საკუთარ ოცნებას ფრთები შეასხა.
ეს მაგალითია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მარტოხელა დედას საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის. ასე რომ, ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს.