ზოგიერთ ადამიანს თავისი, ალტერნატიული ხედვა გააჩნია ჰიგიენაზე. ალბათ არავინ დავობს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ტუალეტის ქაღალდი პირველადი მოხმარების საგანია, რასაც ვერ ვიტყვით აზიაზე, აზიურ ქვეყნებში ამ ნივთს არიც ისე დიდ პატივს სცემენ.
თითქმის ყველა კულტურაში დეფეკაციია პროცესი სამარცხვინოდ ითვლებოდა. ამის შემდეგ ადამიანები ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გასუფთავებულიყვნენ. უძველეს დროში ამისთვის იყენებდნენ ბალახს, ქვებს, ხის ფოთლებს და სხვა ნივთებს. დასავლურ ცივილიზაციაში მხოლოდ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა პირველი ტუალეტის ქაღალდი და მისი გამოყენება ნორმად იქცა.
თუმცა, იმავე საუკუნეში აზიის ქვეყნებში
საქმე ის არის, რომ აზიის ქვეყნებში ძალიან ცხელი კლიმატია. ამიტომ, ტუალეტის ქაღალდით რეგულარული წმენდა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანებს კანი არ გაუღიზიანდეთ და დისკომფორტი არ განიცადონ.
ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა დაბანა, სწორედ ამიტომ, აზიის ქვეყნებში ბევრ ტუალეტს აქვს ბიდე, წყლის გრაფინი ან მთელი საშხაპე სისტემა.
რელიგიური შეხედულება
ეს გახლავთ რაციონალური მიზეზები, თუ რატომ არ გამოიყენება ტუალეტის ქაღალდი აზიის ქვეყნებში. მაგრამ არსებობს ასევე მუსლიმური ტრადიციები, კერძოდ, ყურანში ნათქვამია, რომ დეფეკაცია ადამიანს უწმინდურს ხდის. ამის შემდეგ შეუძლებელია ალაჰთან კონტაქტის დამყარება, სანამ ადამიანი საფუძვლიანად არ გაიწმინდება.
სწორედ ამიტომ დაბანა საუკეთესო გამოსავალია.