დიახ, ჩვენდა გასაკვირად, არსებობს ნივთები, რომელთა თხოვებაც, თურმე, არ შეიძლება, არ არის მიზანშეწონილი.
თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაცები აირია, ნეგატიური მოვლენები მიეწყო ერთმანეთს გადახედეთ, იქნებ რამეს ისე არ აკეთებთ. მაგალითად, შესაძლოა ისეთი ნივთი ათხოვეთ ვინმეს, რის გათხოვებაც სპეციალისტები არ გვირჩევენ.
საუბარია ძველებურ ნივთებზე, ბეჭდებზე, ძვირფასეულბაზე. მსგავსი ნივთების საჩუქრად მიღება ან თუნდაც ცოტა ხნით თხოვება ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. ეზოთერიკოსების აზრით, განსაკუთრებით დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ოქროსთან, ვერცხლთან მიმართებაში.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ისევე, როგორც ძვირფასეულობა, ადამიანის ენერგეტიკას ატარებს. ამ ნივთების ცოტა ხნით, დროებით
გაცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ მოგიხდათ ტანსაცმლის სხვისგან თხოვება ან გათხოვებ,ა მისი გარეცხვის დროს წყალში მწიკვი მარილი უნდა ჩაამატოთ. ის სამოსს ძველი მეპატრონის ენერგეტიკისგან გაათავისუფლებს.
მარილი კი უძველესი დროიდან ყველაზე ამოუცნობ ნივთიერებად მიიჩნევა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მარილი სახლში მცხოვრები ადამიანების ენერგეტიკას აგროვებდა. მისი გაცემით კი ამ ენერგიას, სასიცოცხლო ძალებსაც გასცემთ. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მეზობლისთვის მარილის მიცემის შემდეგ თავს გადაღლილად და უენერგიოდ იგრძნობთ. ასევე მაშინვე გააფრთხილეთ ადამიანი, ვინც მარილს გთხოვთ, რომ მისი დაბრუნება საჭირო არ არის.
არ არის მიზანშეწონილი ასევე სამზარეულოს ინვენტარის თხოვება, მაგალითად დიდი ქვაბების ან სხვა რაიმე ჭურჭლის. მას ოჯახის ბარაქა მიყვება.
არასდროს ათხოვოთ სხვას თმის სამაგრები ან სხვა აქსესუარი, რომელიც თმასთან არის დაკავშირებული. ასე თქვენ საკუთარ ენერგიას გასცემთ. ამას შესაძლოა მოჰყვეს თავის ტკივილი, დეპრესია და უუნარობა.