საკუთარი საცხოვრებელი ფართის ქონა ყოველთვის კარგია, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ყველა ბინა არ შეიძლება იყოს კომფორტული საცხოვრებლად. მაგალითად, მცირეგაბარიტიანმა საცხოვრებელმა, ექსპერტების აზრით, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.
შეზღუდულ სივრცეში ყოფნა ბევრი ფაქტორის გამო შეიძლება იყოს არაკომფორტული - კლიმატიდან დაწყებული ინტერიერის დიზაინით დამთავრებული. ფსიქოლოგების აზრით, ერთოთახიანმა ბინამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. შეზღუდულმა სივრცემ შეიძლება დათრგუნოს ადამიანის კეთილდღეობა. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთოთახიან ბინებში ცხოვრობენ, ხშირად განიცდიან ჯანმრთელობის პრობლემებს - თავის ტკივილიდან დაწყებული ზოგადი სისუსტით დამთავრებული.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, შეზღუდული სივრცე ადამიანებში იწვევს ზედმეტ გაღიზიანებას, აგრესიას, ასევე მავნე ჩვევებისადმი ლტოლვას, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.
რაც შეეხება ბავშვებს
ერთოთახიან ბინებში ცხოვრებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ მოზრდილებზე, არამედ ბავშვებზეც. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შეზღუდულ სივრცეში მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად აცდენენ გაკვეთილებს, სწავლობენ ცუდად და უფრო ხშირად ავადმყოფობენ. ასევე აქვთ დაბალი კონცენტრაცია, არიან იზოლირებულები და ვერ ურთიერთობენ თანატოლებთან.
რატომ ხდება ასე
საქმე ის გახლავთ, რომ შეზღუდულ სივრცეში ადამიანს არ აქვს პირადი სივრცე, რისკენაც ყველა ისწრაფვის. შედეგად, ინდივიდი იწყებს ტანჯვას საკუთარი თავის იზოლირების, საკუთარ თავთან განმარტოების შეუძლებლობის გამო.
გარდა ამისა, შეზღუდულ სივრცეში რესპირატორული დაავადებები ბევრად უფრო ადვილად გადადის. ჰაერის ცუდი ცირკულაცია და ბევრი ადამიანის ყოფნა ერთ სივრცეში ზრდის ინფექციების გავრცელების შესაძლებლობას.
ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს ოთახში, 8 წლით უფრო მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვინც სხვასთან თანაცხოვრობს.