არსებობს არაერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოიცვალოთ ტანსაცმლი სახლში შესვლისთანავე.
ბევრ ადამიანს ძალიან ეზარება ტანსაცმლის გამოცვლა, როდესაც სახლში ბრუნდება. შესაძლოა უბრალოდ, ავიწყდება კიდეც იმიტომ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ექსპერტები კი გვაფრთხილებენ, რომ ქუჩის ტანსაცმლის სახლში სიარული ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
დაუჯერებელია, მაგრამ მართალია
ყველაზე საშიში ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, არის ქუჩის მტვერი. ის დიდი რაოდენობით გროვდება საგარეო ტანსაცმელზე. ეს მტვერი წარმოიქმნება მანქანის საბურავების ასფალტზე ხახუნის შედეგად, დაფრინავს ჰაერში და ილექება ნივთებზე. იგი შეიცავს ნაწილაკებს და ისეთ ლითონებს,
კვლევებმა აჩვენა, რომ ქუჩის მტვერი შეიძლება დაგროვდეს სასუნთქ გზებში - დაბლოკოს და დააბინძუროს იგი, გაართულოს სუნთქვა. ეს განსაკუთრებით საშიშია ალერგიით დაავადებულთათვის და ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად აწუხებთ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები და აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა.
გარდა ამისა, საოჯახო საქმეების კეთების დროს საგარეო სამოსი უბრალოდ შეიძლება დაგილაქავდეთ და გაგიფუჭდეთ.
რა ხდება ფეხსაცმლის შემთხვევაში? ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე ტანსაცმელი. ქუჩის ფეხსაცმლის ძირებზე უამრავი საშიში ბაქტერია - მათ შორის ლისტერია ბინადრობს. მას შეუძლია ლისტერიოზის გაჩენის პროვოცირება, რომელიც მენინგიტსა და ენცეფალიტს იწვევს. ასე რომ, უმჯობესია არ გარისკოთ. და ზოგადად, ეს არ არის ჰიგიენური - უმჯობესია ფეხსაცმელი სახლში ჩუსტებით ჩაანაცვლოთ - ეს უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნება.