რატომ არ სვამენ ჩინელები ცივ წყალს: "სიცხეშიც კი არ ეკარებიან ცივ სასმელებს"


მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინახავთ ჩინელ სტუდენტებს ცხელი წყლის თერმოსით ხელში, ისინი ყოველთვის თან ატარებენ მას და სვამენ ცოტ-ცოტას მთელი დღის განმავლობაში. იმავე წესს იცავენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მოხუცები სახლში მხოლოდ ცხელ წყალს სვამენ, რამდენიმე ყლუპის დალევა და წყურვილის მოკვლაც რომ სურდეთ. ალბათ გაინტერესებთ, რატომ?
ამობენ, რომ დაახლოებით 2700 წ. ე. ჩინეთის ერთ-ერთი იმპერატორი შეძრწუნდა, როდესაც დაინახა, თუ რა ბინძურ წყალს ხმარობდნენ დასალევად მისი ქვეშევრდომები. მან ბრძანა, რომ ნებისმიერი წყალი ადუღებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეყენებნით დასალევად.
მან იხელმძღვანელა ლოგიკით, რომლის
მიხედვითაც ცხელი წყალი კლავს უამრავ სახიფათო ბაქტერიას და სხვა მიკროორგანიზმებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნაკლებად მგრძნობიარე იქნება დაავადების მიმართ.

იმ ძველ დროში ჩინელებმა პირველებმა შენიშნეს, რომ ცხელი სასმელების მიღებისას ადამიანები ნაკლებად ავადდებიან და, შესაბამისად, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამრიგად, ექსპერიმენტულად მათ აღმოაჩინეს, რომ ადუღებული წყალი კლავს მასში არსებულ მიკრობებს, რითაც ამცირებს დიზენტერიის და სხვა დაავადებების გავრცელების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ბინძური წყლის დალევასთან.
მას შემდეგ სამყარო ძალიან შეიცვალა, გაჩნდა ჩამოსხმული სასმელები და წყლის სისუფთავის სხვა გარანტიები, მაგრამ ჩინელების უძველესი ჩვევა ჩვევად რჩება. ის ერთგვარ კულტურულ კოდად იქცა, ისევე, როგორც ჩინური ჩაი.
ანალოგიური ვითარება დაფიქსირდა იმ დროს ცეილონში; ხალხმა შეამჩნია, რომ ანტისანიტარულ პირობებში წყალი აუცილებლად უნდა დამუშავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადებებს თავიდან ვერ აიცილებთ.
საინტერესოა, რომ ბევრი ანთროპოლოგი წერს, რომ ამ სიფრთხილის ზომებმა და ადუღებული წყლის სარგებელმა ევროპელებთან გაცილებით გვიან მიაღწია.

ჩინური კანონების მიხედვით, ყველაფერი იყოფა ორად, იინ (ქალური) და იანგ (მამაკაცური). იანგი პასუხისმგებელია ენერგიაზე და აძლევს მას ზევით მოძრაობის საშუალებას, ხოლო იინი არის ის, რაც რჩება მოძრაობის გარეშე ან შეუფერხებლად ეცემა, აგროვებს და ინახავს ენერგიას და აკონტროლებს მას. ცხოვრების ჩინური ფილოსოფიის მიხედვით, იინი და იანგი ყოველთვის ჰარმონიაში უნდა იყვნენ; თუ რამე არასწორია, მაშინ გზა განადგურებისკენ მიდის, მაგალითად, დაავადებისკენ.
ეს ფილოსოფია ეხება როგორც საკვებს, ასევე სასმელს. ითვლება, რომ იინი ცივია, იანგი კი ცხელი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს ბალანსი ცხელ და ცივ საკვებსა და სითხეებს შორის.
ჩინელების რწმენა დღემდე ურყევია: მათი აზრით, ცხელი წყლის გარდა ნებისმიერი წყლის დალევა ორგანიზმში იინ-იანგის ბალანსს არღვევს. ამიტომაც არის, რომ ისინი არ ეკარებიან ცივ სასმელებს სიცხეშიც კი, ყოველთვის მიირთმევენ ცხელ ან თბილ წყალს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები