ვანსიანის ველი, სოფელი ჩინეთში, ძიანსის პროვინციაში, უნიკალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი დასახლება გლობალურ ღირსშესანიშნაობად გარდაიქმნას. სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ის ღარიბი და უცნობი სოფელი იყო. თუმცა, თამამი იდეისა და პროფესიონალური შესრულების წყალობით, ის ბუნებასა და არქიტექტურას შორის ჰარმონიის სიმბოლოდ იქცა.
მართლაც, წლების წინ ვანსიანი ღარიბი, მომაკვდავი სოფელი იყო, რომელიც იცლებოდა. მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არქიტექტორებთან ერთად გადაწყვიტა, სოფლის უნიკალური მდებარეობა და განლაგება გამოეყენებინა, აეღორძინებინა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ექცია. სახლები რესტავრირ
და, ბევრიც ახალი აშენდა, ტრადიციული ჩინური ტექნიკით. სახლები ქვისა და ხისგან არის ნაგები და ჩიტების ბუდეების მსგავსად, ციცაბო კლდეებს იკავებენ. სახლები ერთმანეთთან კიბეებითა და ხიდებით არის დაკავშირებული. სოფელი 100 მეტრზე მეტი სიმაღლის კლდეებზეა აშენებული. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სახლები ჰაერში ლივლივებს, ხოლო მიმდებარე მთებისა და ხეობების ხედები განსაცვიფრებელია.

მიუხედავად იმისა, რომ სიძველის შთაბეჭდილება იქმნება, სინამდვილეში, ვანსიანში ყველა სახლი ძალიან კომფორტული, თანამედროვე და ტექნოლოგიებით აღჭურვილია. ზოგიერთ სახლს საცურაო აუზებიც კი აქვს და უმრავლესობა ტურისტებზე ქირავდება. დღეს აქ უამრავი ტურისტი ჩადის.

დასახლებაში არის კაფეები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები. ტრადიციულ ჩინურ დღეობებზე კი კიდევ უფრო ფერადდება და ლამაზდება.