სახლები თბილისში, რომელთა ფასიც 5 მილიონს აღწევს

უძრავი ქონების ვებგვერდების მონაცემებით, თბილისში მდებარე იმ ბინებისა და საცხოვრებელი სახლების რიცხვი, რომელთა ფასი 1 000 000 დოლარს აღემატება, 200-ზე მეტია.
თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლი ვაკეში მდებარეობს და მისი ფასი 5 000 000 დოლარია. სახლი 4-სართულიანია და 300 კვ. მეტრი ეზო აქვს. სახლში არის აუზი, საუნა და მოპირკეთებულია მარმარილოთი.

შაქმე.გე-ის მონაცემებით, 4 მილიონ დოლარად იყიდება დიღომში მდებარე 3-სართულიანი სახლი, რომელიც 30 ოთახისგან შედგება. სახლს 1 740 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 10 000 კვ. მიწის ფართობი აქვს.

ასევე

4 მილიონ დოლარად იყიდება კერძო, 4-სართულიანი სახლი ვაკეში, რომელიც 5 აბაზანისგან, აუზისგან და საუნისგან შედგება. სახლი ვარდის ხის პარკეტით არის გაწყობილი.
ოდნავ ნაკლებად, 3 700 000 დოლარად იყიდება საბურთალოზე მდებარე კერძო, 5-სართულიანი სახლი. სახლში აუზისა და საუნის გარდა, არის ლიფტიც.

საბურთალოზე მდებარე კერძო სახლი 3 000 000 დოლარად იყიდება. სახლი 4-სართულიანია. სახლს აქვს დახურული საცურაო აუზი, საუნა, სამრეცხაო, გალერეა, გამწვანებული ეზო და ხედი ქალაქზე. 2 მილიონ დოლარად თბილისში 4 სახლი იყიდება. მათგან ერთი წყნეთში, ერთი ვერაზე და ორი ვაკეში მდებარეობს. გაგრძელება

კომენტარები

SS 2016-10-30 17:45
5 მილიონი $ თბილისში სახლი შეიძლება ღირდეს, თუ მასალაში ჩადებულია 150 მილიონი $
dudu 2016-10-20 12:22
ოფლი წურწურით ჩამოსდიოდაო რო შრომობდაო...თენგო მართალი ბრძანდება უაზრობაა თაღლითური გზით შეძენილი ქონების გამოქვეყნება
tabi 2016-10-20 02:58
patiosani shromitaa shezenili?
Tengo 2016-10-19 18:10
რა უაზრობაა, რისთვის წერენ ასეთ სტატიებს? რა მიზანი გააჩნია ამას ყოველივეს?
Damerera 2016-10-14 06:03
Damerera

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები