მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომლებს ყოველდღიურად უამრავი უსიამოვნო სიტუაციის დაძლევა უწევთ. ზოგჯერ თავშესაფრის მობინადრეები შუაღამისას ითხოვენ სადილობას, რადგან დროის შეგრძნება აქვთ დაკარგული. ან მოულოდნელად, რამდენიმე წლით წარსულში ბრუნდებიან და სამსახურში წასასვლელად ემზადებიან.
არქიტექტორმა ჯინ მაკეშმა მოხუცებულთათვის შექმნა ისეთი დიზაინის პროექტი, რომელიც ზოგიერთ პრობლემას აგვარებს. დიზაინერის მთავარი მიზანი იყო თავშესაფრის მობინადრეთათვის სრულიად შეეცვლა გარემო. "შევქმენით გარემო, რომელიც ერთ დიდ უბანს ჰგავს, აქ ამოდის ხელოვნური მზე და ანათებს ხელოვნური მთვარე, ვარსკვლავებით. ქუჩები 30-40-იანი წლების მიხედვითაა მოწყობილი. გვაქვს ხელოვნური ბალახის მინდვრები. გარ
თავშესაფრის მობინადრეებს საკუთარი "სახლები" მყუდრო "ქუჩაზე" აქვთ. შეუძლიათ საღამოობით "ვერანდაზე" დასხდნენ, მეზობლებს გაესაუბრონ ან "ქუჩაში" გაისეირნონ. თავშესაფარში ჭერის ნაცვლად ელექტრონული ცაა მოწყობილი, რომელიც მოხუცებს დროში ორიენტაციაში ეხმარება. დღის განმავლობაში ჰაერში პიტნის ან ფორთოხლის არომატი იფრქვევა.
მაკეშისთვის მოხუცებულთა თავშესაფარი მხოლოდ კომფორტული სახლი არაა. იგი ცდილობს საზოგადოებას შეუცვალოს აზრი სიბერესა და ალცგეიმერის დაავადებაზე.