"არასოდეს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს" - პირველი ლედი სტილსა და ეტიკეტზე

პირველი ლედის თავისუფალი სტილი, ჩაცმულობა და განსაკუთრებული ელეგენტურობა არასდროს რჩება ყურადღების მიღმა.


გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში, ქვეყნის პირველმა ლედმა, მაკა ჩიჩუამ სტილსა და ზოგადი ეტიკეტების წესებზე ისაუბრა.

- ჩემი ბუნებრივი ჩაცმულობა ყოველთვის იყო სპორტულისკენ მიმართული, ვიდრე ელეგანტური. ცოტა აკადემიური, ოფიციალური, ისეთი კლასიკური, რომელიც შეეფერება ქვეყნის პირველი პირის მეორე ნახაევარს. ამავე დროს უნდა იყო ინდივიდუალური, რომე არ მოექცე ჩაერჩოებში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, აქ ცხოვრობს ბევრი გემოვნებიანი ადამიანი.
http://server4.intermedia.ge/pictures/medium/358/358614.jpg?/maka-CiCua-da-giorgi-margvelaSvili.jpg
პირველი ელეგენატური სამოსი პირველი ლედის ამპლუაში
არ მიწვალია, მაგრამ ვიფიქრე. არ მიყვარს ბევრი

ფიქრი. ცხოვრებასი არ მქონია ასეთი მდგომარეობა. არ ვანიჭებ მას დიდ ყურადღებას. ჩაცმის მიმართ ჩემი განწყობა ყოველთვის იყო მსუბუქი.

ფერების პროტოკოლი
პროტოკოლი ფერებშიც არის. საღამოზე, წვეულებაზე ყველგან თავისი ფერია, იქ შეგიძლია პატარა "იმაიმუნო". მაგრამ არის გარკვეული ჩარჩოები, რასაც უნდა გაუწიო ანგარიში და გაყვე იმ ხაზს. თუ ხარ შემოქმედებითი პიროვენბა, მაშინ გამოდის ძალიან საინტერესო. არასდროს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს, არ მქონდა ამის შესაძლებლობა. ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაცის პოვნა, რომ შენ შექმნა ბრენდი.
http://scandal.ge/uploads/news_4550.jpg
მიშელ ობამა და მაკა ჩიჩუა
მას ძალიან ძვირადღირებული სამოსი აცვია. თუმცა მას აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, რადგან ის სახეა ისეთი ქვეყნის, რომ ყველა დიზაინერი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი პროდუქცია.
როცა მე ვუყურებ ჩემს ფოტოებს, არასდროს არ ჩანს ის ფაქტურა, ის სილამაზე რა ეფექტიც მას რეალურად აქვს.
ძალიან რთულია ყოველთვის იყო სადა და ამავე დროს ეფექტური. სულაც არ არის საჭირო ეფექტი მოახდინო დიდი დეკოლტეთი, ან რაიმე გამოკვეთილი სილუეტით. შეიძლება ვინმეს ძალიან დიდი ცხვირი ქონდეს, მაგრამ მან მოახდინოს დიდი ეფექტი თავისი შინაგანი მუხტით.
ტანსაცმელი კანივით უნდა მოირგო და მაშინ ხდება დასანახი და შესამჩნევი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება