ისინი ახალ ცხოვრებას „მაქრო ქონსტრაქშენის“ ახალ კომპლექსებში დაიწყებენ

როცა ბედიერი ხარ, ეს აუცილებლად უნდა გაუზიარო სხვებს. სწორედ ამიტომ „მაქრო ქონსთრაქშენმა“ ბედნიერი მობინადრეების შეხვედრა მოაწყო. რესტორან ,,დაინჰოლში’’ ერთმანეთს ის ქართველები და თურქები შეხვდნენ, რომლებმაც ბინა “მაქრო ქონსთრაქშენის” საცხოვრებელ კომპლექსებში “მწვანე ალმასსა” და” მწვანე ბუდაპეშტში” შეიძინეს. მათ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი, როგორც ახალი კომპლექსების მობინადრეების გამოცდილება და შეხედულებები საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით.
სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების თუ სოციალური წრის წარმომადგენელი მობინადრეები შენაძენით კმაყოფილი არიან, რადგან ხარისხი ყველასთვის ცალსახად მნიშვნელოვანია. „მაქრო ქონსთრაქშენი“ კლიენტებს ხარისხს სთავაზობს არა მარტო საბოლოო პროდუქტში, არამედ

ურთიერთობისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ კომპანია მობინადრეებს ბინას დასრულებული რემონტით აბარებს.
„დასრულებული პროექტის “მწვანე ბუდაპეშტი” და “მწვანე ალმასის” საჩვენებელი ბინების ნახვისთანავე გადავწყვიტე აქ ბინის შეძენა. საქართველოში ბინები, უმეტესად, თეთრი ან შავი კარკასის მდგომარეობაში იყიდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ “მაქრო ქონსთრაქშენმა“ ბინა დასრულებული რემონტით შემომთავაზა, - ამბობს იშბანკის სუპერვაიზერი სევილ ილდიზი, - საქართველოში 2 წელიწადნახევრის წინ ჩამოვედი სამუშაოდ. ვფიქრობ, ბინის შეძენა ინვესტიციის თვალსაზრისითაც კარგია, ვინაიდან ვთვლი, რომ ,,მაქრო ქონსთრაქშენი’’ ძალიან საიმედო კომპანიაა.“

ზვიად გურაშვილმა და მისმა მეგობრებმა ბინა „მწვანე ალმასში“ შეიძინეს. მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ რემონტზე ფიქრი და ნერვიულობა არ დასჭირდებოდათ. „გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ლოკაცია. „მწვანე ალმასი“ თბილისი ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს,“ - ამბობს ზვიად გურაშვილი.
საინტერესოა, რომ „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“ თვისობრივად განსხვავებულ ადგილებში მდებარეობს. ერთი ქალაქის ცენტრშია, მეორე კი - ცენტრიდან მოშორებით. ასე რომ, „მაქრო ქონსთრაქშენის“ ბინები ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა მისაღები. თუ „მწვანე ალმასი“ იმიტომ მოეწონა ზვიად გურაშვილს, რომ ის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, თეა მოველიძემ ბინა „მწვანე ბუდაპეშტში“ მისი ცენტრალური ლოკაციის გამო შეიძინა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით", - ამბობს მოველიძე, - ამჟამად ინგლისში ვცხოვრობ და ბინა დისტანციურად შევიძინე. ის რეალურად რამდენიმე დღის წინ ვნახე.თამამად ვამბობ, რომ მისი სტანდარტები ევროპულს უტოლდება. ჩემთვის გადამწყვეტი იყო ლოკაცია, რომ ბინა ცენტრალური უბანში მდებარეობს.“
მომხმარებლების კმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ საცხოვრებელ კომპლექსებში მწვანე საფარი კარგად არის განვითარებული.
"მწვანე ბუდაპეშტი" საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად. მას 12 000 მ2 გამწვანებული ზოლი აკრავს გარს. მშენებლობა მაღალი ხარისხის მასალებით განხორციელდა. კომპლექსი კარგად არის დაცული. ჩვენ პირველი მობინადრეები გავხდით. თითქმის ერთი თვეა, რაც “მწვანე ბუდაპეშტში” ვცხოვრობთ და ძალიან ბედნიერები ვართ,“- ამბობენ მეთინ ქემეროღლუ და გულქან ქემეროღლუ.
თურქი ბიზნესმენი ჯენგიზ ერდოღან საქართველოში 1990-იან წლებში ჩამოვიდა. მას დიდი ხანი უნდოდა ბინის შეძენა, მაგრამ
„მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტების ნახვამდე ვერ გადაწყვიტა. საბოლოოდ კი, ბინა „მწვანე ბუდაპეშტში“ იყიდა. მშენებლობის უმაღლესმა ხარისხმა, მოქნილმა ფასებმა და გადახდის ხელსაყრელმა პირობებმა იმდენად მოხიბლა, რომ მოგვიანებით ბინა „მწვანე ალმასშიც“ იყიდა.
„ჩემს მეორე ბინას აღვიქვამ, როგორც საზაფხულო სახლს. მე და ჩემი ოჯახი მოუთმენლად ველით, როდის გავატარებთ დროს “მწვანე ალმასის” საცურაო აუზზე,“ - ამბობს ის.
„მაქრო ქონსთრაქშენის“ კომპლექსების მაცხოვრებლების დიდი ნაწილი უცხოელები, მათ შორის თურქები არიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ფაქტი, რომ საქართველოში უძრავ ქონებაში საინვესტიციო ამონაგების პერიოდი 7-8 წელია. თურქეთში კი ეს პერიოდი 20-დან 30 წლამდე მერყეობს.
„თუ შეიძენთ უძრავ ქონებას თურქეთში და მის გაყიდვას გადაწყვეტთ, ეს პროცესი გადასახადებიდან 5 წელიწადში თავისუფლდება. საქართველოში კი ეს პერიოდი მხოლოდ 2 წელია.“ განმარტავს მაქრო ქონსთრაქშენის PR, გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ფატმა სედეფ ქაინარქანი.„ასევე, ქირის გადასახადი თურქეთში 20%-ით იბეგრება, ხოლო საქართველოში - მხოლოდ 5%-ით. ამიტომ, აქ უძრავ ქონებაში კაპიტალის დაბანდება ბევრად მომგებიანია. “მაქრო ქონსთრაქშენი” ინვესტორებს სთავაზობს, მობრძანდნენ და ინვესტიცია ხარისხიან პროექტებში ჩადონ. აქ მეტად მოქნილი გადახდის პირობებია.“
„მწვანე ბუდაპეშტისა“ და „მწვანე ალმასის“ ჯერ კიდევ გაუყიდავი ბინები მათ ახალ მობინადრეებს მოუთმენლად ელის.
R

კომენტარის დამატება