ვისი სახლების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ ”შინის” შემოდგომის ნომერში

შემოდგომის "შინი" დახლებზეა, თქვენი სახლის საშემოდგომო განწყობას ბოლომდე გაიზიარებს და, რა თქმა უნდა, ახალ მუხტსაც შემოგიტანთ შინ.
ნომერში ბევრი საინტერესო რამ გელით. ჯერ ინტერიერის ფერებს გადავხედავთ და მათი ჰარმონიულად შეხამების მთავარ საიდუმლოებებს ამოვხსნით. გასწავლით, როგორ აქციოთ შემოსასვლელი სახლის ფუნქციურ და დახვეწილ სივრცედ, როგორ გამოიყენოთ სახლის დეკორისთვის თანამედროვე კერამიკის ნივთები. არქიტექტორი ბინისა თუ კერძო სახლის მოწყობისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს აგარიდებთ; გირჩევთ, როგორ გააფორმოთ სარკე
საკუთარი ხელით ან რაში შეიძლება გამოიყენოთ ძველი კარი და ფანჯრის ჩარჩო.

ჯუმბერ პატიაშვილის სახლის ეზო

ტრადიციულად, გამორჩეულ სახლებსაც ვეწვიეთ: მოდელმა ანა

კოშაძემ ქალაქგარეთ მდებარე ორსართულიან კერძო
სახლში გვიმასპინძლა, მუსიკოსებმა ნინო ძოწენიძემ და გიგა კუხიანიძემ ხელნაკეთი და ექსკლუზიური ავეჯით მოწყობილი ბინა დაგვათვალიერებინეს, რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა კი რელიკვიებით მდიდარი სახლის კარი გაგვიღო. ქალაქიდან სოფლად გადასახლებულ ჯუმბერ პატიაშვილს აგარაკზე ვეწვიეთ.


ასევე გამოგზაურებთ წინანდლის სასახლეში, გაგაცნობთ უცხოელ ქალბატონს, რომელმაც კარიერა და ქალაქური კეთილდღეობა სვანეთში ცხოვრებაზე გაცვალა, მოხვდებით საინგილოსა და კახეთში, გასწავლით ჩირის
დამზადებას და ჯუჯა ხეების გამოზრდას, აგიხსნით, როგორ შეიძლება აქციოთ თქვენი სოფლის კარ-მიდამო ბიზნესის
წყაროდ.

რაც შეეხება საჩუქარს, "შინი" დასაკეც, კომპაქტურ ჩანთას გჩუქნით. საკმაოდ გამძლეა და დაკეცილ მდგომარეობაში ნებისმიერი ზომის ხელჩანთაში მოთავსდება. 30 იღბლიანი მკითხველი კი ჟურნალში სასაჩუქრე ვაუჩერს იპოვის. თუ შეგხვდათ, ესე იგი ორიგინალური პლედის მფლობელი გახდით. სპეციალური სახელოები აქვს - შეგიძლიათ ხელები გაუყაროთ, "გაეხვიოთ" მასში და "შინი" გადაფურცლოთ. ის თქვენი სახლის ჟურნალია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები