თბილისის ზღვასთან, „გარდენიაში“ ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა

თბილისის ზღვასთან „გარდენიაში“ ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე ამ წუთებში 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძარი ერთ შენობაში გაჩნდა და 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გავრცელდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლოკალიზებულია და საბოლოო ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

კომენტარის დამატება