რუბლოვკის, როგორც ელიტური რაიონის, ისტორია სათავეს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იღებს. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული გამოირჩეოდა ეს ადგილი იმით, რომ აქ ყველაზე მდიდარი ადამიანები ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს სათავეში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამაც კი ვერ დააკლო რუბლოვკას ვერაფერი. სწორედ ამ რაიონში დაიდეს ბინა მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა სტალინმა, დერჟინსკიმ, ვოროშილოვმა და სხვებმა.
25 წლის წინ ამ ტერიტორიაზე საეკლესიო სახელმწიფოს, ვატიკანის ანალოგის გაკეთებაც კი იგეგმებოდა, თუმცა გეგმა გეგმად დარჩა.
მიუხედავად ამისა, რუბლოვკას განსაკუთრებული ხიბლი მაინც არ დაუკარგავს. ეს ადგილი დღემდე რჩება პატარა სახელმწიფოს მსგავს დასახლებად.
ამ ელიტური
მაგალითად, ეს სახლი რუბლოვკაზე 57 000 000 დოლარი ღირს. ის ამ ტერიტორიის ყველაზე ძვირად ღირებული სახლია. სახლი 5,7 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ მდებარეობს მთავარი სახლი, რომლის ფართობია 1 091 კვადრატული მეტრი და უზარმაზარი სპორტული კომპლექსი აუზით.
აქ ბევრია ასეთი სახლი. საშუალოდ, 10 მილიონი დოლარიდან იწყება ფასები და ზევითკენ იწევს.
სახლებს აქვს აუზი, ბუხარი, ლიფტები, ავტოფარეხები, პატარა კოტეჯები მომსახურე პერსონალისთვის, ოთახები სტუმრებისთვის, ჩანჩქერები და ა.შ.
კომენტარები