ისინი დღემდე მე-18 საუკუნეში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ბუნებრივი და უბრალოა - მოგზაურობა ამიშების ქალაქში

ბევრს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენს პლანეტაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ სარგებლობენ ელექტრო ენერგიით, ტელეფონით და ტექნოლოგიური სიახლეებით.
ცხოვრობენ ხის, ძალიან უბრალო სახლებში, ავტომობილს და ტრაქტორს ცხენი ურჩევნიათ და საკუთარ თავს „უბრალო ადამიანებად“ მიიჩნევენ.
ამ უცნაურ ადამიანებს - ამიშები ჰქვიათ. ისინი 3 საუკუნის წინ გამოჩდნენ ამერიკაში და სხვა პროტესტანტული სექტებისგან განსხვავებით, შეძლეს უცვლელად მოეტანათ დღემდე ცხოვრების უჩვეულო წესი.

ამჟამად, აშშ-ში დაახლოებით 250 000 ამიში ცხოვრობს. ისინი სულაც არ ირჩევენ მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებს,

პირიქით, ხმაურიან შტატებში -პენსილვანიაში, ინდიანაში, კანზასში, მერილენდში - არჩევენ ცხოვრებას.

„მკაცრი წესების დამცველი“ ამიშები - რომელთა სექტა, მეთექვსმეტე საუკუნის ევროპაში შეიქმნა და მოგვიანებით, რელიგიური დევნის გამო ამერიკაში გადასახლდა - თვლიან, რომ ნებისმიერი შეხება ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროსგან მხოლოდ ზიანს მოუტანს მათ მთავარი ღირებულებებს - ოჯახს, გულახდილობას და მიწაზე მუშაობას. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისინი განუხრელად იცავენ ბიბლიურ მცნებებს, თავმდაბლობას, უბრალოებას და მორჩილებას. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

neli 2016-12-19 01:58
მივბაძოთ ამიშებს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები