რამდენიმე წუთი დავყავი ხატთან და ჩუმად ჩემი სატკივარი გავუმხილე. დაახლოებით ერთი კვირის თავზე სასწაული მოხდა. ღვთისმშობელმა ზუსტად იმ განსაცდელისაგან მიხსნა, რაც ასე მაწუხებდა. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, დიდი ხნის განმავლობაში შოკიდან ვერ გამოვდიოდი.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უფალთან განსაკუთრებით გვინდა მიახლოება. ეს მაშინ მძაფრდება, როდესაც განსაცდელები ერთიანად გვიტევს და არსაიდან აღარ არის საშველი. აი, მაშინ კი დგები და მიდიხარ ეკლესიაში, რადგან ხვდები, რომ უფლის მეტი არავინ დაგრჩა. მეც, თქვენი მონამორჩილი, ერთ–ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ასეთი მომენტი დაუდგა ცხოვრებაში.
- ქალბატონო ნანა, საიდან და როგორ მოხვდით ამ საოცარ გარემოში?
– მე ჯერ კიდევ მეათე კლასიდან ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი რწმენაში. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ნაბიჯ–ნაბიჯ მოვედი აქამდე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, მეცხოვრა მონასტრული ცხოვრებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ, გარკვეული მიზეზის გამო, ეს ვერ შევძელი, თუმცა ვცდილობ, ერში მაინც მეტ–ნაკლებად ისე ვიცხოვრო, როგორი სურვილიც სულ მქონდა. – ამდენი ხატი ერთიანად როგორ დააგროვეთ? საკმაოდ ბევრია… – აი, რასაც თქვენ ამ წუთას ხედავთ, წლების მანძილზე ვაგროვებდი. შევქმენი ჩემი კელია, რომელშიც მამაოს კურთხევით ვცხოვრობ, უკვე 30 წელია. უფალმა დამანახა, რომ რეპროდუქციასაც ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. გაზეთშიც რომ წავაწყდე, იმასაც კი ვიღებ. თითოეულ ხატს თავისი გარკვეული ისტორია აქვს ჩემთვის. განაგრძეთ კითხვა
კომენტარები