როგორ მოვუაროთ ცოცხალ ნაძვის ხეს, რომ ძველ ახალ წლამდე გაძლოს

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვაში სულ უფრო და უფრო ბევრი ხელოვნური ნაძვის ხე შემოდის, ისეთები, ნამდვილისგან რომ ვერ განასხვავებ, დეკორატიულებიც, თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ცისფერი და კიდევ მრავალნაირი, ბევრ ადამიანს მაინც ცოცხალი ნაძვის ხე ურჩევნია, მისი არომატი ხომ შეუცვლელია. თუმცა ცოცხალ ნაძვის ხეს, ძველ ახალ წლამდე რომ გაძლოს, მოვლაც სხვაგვარი სჭირდება. ჰოდა, ჩვენც შევეცდებით დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში და მოგცეთ რჩევები, თუ როგორ უნდა გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე თქვენს საშობაო დედოფალს.

 

წყალი – სიცოცხლის სათავე
სახლში მოტანილი ნაძვის ხე რაც შეიძლება სწრაფად მოათავსეთ წყალში. თუ

ზუსტად იცით, რომ ნაძვი კარგა ხნის მოჭრილია, კიდევ მოაჭერით რამდენიმე სანტიმეტრი და ისე მოათავსეთ წყალში.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს, რომელშიც მოათავსებთ ნაძვს. ძალიან ხშირად ნაძვს ქვიშიან ან მიწიან ქოთანში ვათავსებთ, თუმცა გვავიწყდება ის, რომ ნაძვი ცოცხალი არსებაა და მას ძალიან სჭირდება წყალი.
ასე რომ, უმჯობესია ნაძვი წყალში მოათავსოთ. რაც უფრო დიდია ხე, მით მეტი წყალი დასჭირდება მას.


სად უნდა დადგათ ნაძვი
ეცადეთ ნაძვს თავისუფალი გარემო მიუჩინოთ. სახლის პირობებში ნაძვის ტოტები დაბლა ეშვება, ამიტომ ისეთი ადგილი უნდა შეურჩიოთ, რომ ნაძვის ტოტები თავს თავისუფლად გრძნობდნენ.


ტემპერატურა
სიცივეს შეჩვეული ნაძვისთვის თქვენი სახლი ზედმეტად თბილი ადგილი იქნება, ამიტომ ეცდეთ ოთახი, სადაც ნაძვს მოათავსებთ, ზედმეტად არ დაათბოთ.


განათება
ეცდეთ ნაძვი ისეთ ადგილას დადგათ, რომ აარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, თუმცა ადგილი ნათელი უნდა იყოს.
ეცდეთ რომ ნაძვის ხის გასანათებლები არ დატოვოთ ჩართული მთელი დღით და მთელი ღამით, ის მაინც იწვევს ტემპერატურის დათბობას, რაც ნაძვს ნამდვილად არ მოუხდება. 
რაც უნდა კარგად მოუაროთ ცოცხალ ნაძვს, იგი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახმება. როდესაც შეატყობთ, რომ ნაძვის ტოტები იატაკს ედება და დაბლა დაიწია, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ნაძვი სახლიდან გაიტანოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები