10 მცენარე, რომლებიც ყველაზე უკეთ ასუფთავებენ ჰაერს და ანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებს

ისინი ნამდვილი ჰაერის გამწმენდი მინი-ქარხნები არიან. თანაც, თურმე აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელ ოთახში რომელი მცენარე გექნებათ.

1980-იანი წლების ბოლოს ნასამ და ამერიკელმა ლანდშაფტის სპეციალისტებმა შეისწავლეს ჰაერის გასუფთავების გზები კოსმოსურ ობიექტებზე. მათ აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ოთახის მცენარეს შესანიშნავად შეუძლია ჰაერის გაფილტვრა, მით უმეტეს - ოთახში.

სამზარეულო

აზალია არა მხოლოდ ყვავილობისას ახარებს ადამიანის გულს, სხვა მცენარეებზე უკეთ ისრუტავს ფორმალდეჰიდებსა და ბენზოლს, რომლებსაც შეიცავს საწმენდი საშუალებები და დსპ-სგან დამზადებული ავეჯი.

ბავშვის ოთახი

გერბერა ისრუტავს ბენზოლს, რომელსაც გამოყოფს პლასტმასი, სინთეტიკური ქსოვილები, რეზინები, მელანი და ქიმიური მრეწველობის მასალები - იმას, რითაც სავსეა ბავშვების სათამაშოები.

მისაღები ოთახი

ფიკუსი ბენჯამინა ანეიტრალებს ფორმალდეჰიდს, ამიაკს, ქსილოლს, ტოლუოლს. შეიძლება, დადგათ პრინტერის, ქსეროქსის, სხვა ორგტექნიკის გვერდით. კარგად ატენიანებს ჰაერს.

საძინებელი

ადამიანები ალოეს 6000-ზე მეტი წელია იყენებენ. ეგვიპტეში მას "უკვდავების ყვავილსაც" უწოდებდნენ. დღემდე გამოიყენება ბევრი დაავადების სამკურნალოდ. ალოე

ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდისა და ბენზოლისგან, ღამით კი გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშირმჟავა გაზებს.

კაბინეტი

კაქტუსი სხვა მცენარეებზე უკეთ შთანთქავს კომპიუტერის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას.

დერეფანი

ლილია (სპატიფილუმი) უპრეტენზიოა განათების მხრივ და ნასა-ს მიერ დასახელებულ იმ 3 მცენარეს შორის არის, რომლებიც ასუფთავებენ ჰაერს 3 ყველაზე გავრცელებული შხამიანი ნივთიერებისგან: ფორმალდეჰიდის, ბენზოლისა და ტრიქლორეტილენისგან. ასევე ეფუქტურად უმკლავდება ტოლუოლსა და ქსილოლს.

სახელოსნო, 

ოქროს პოთოსი (Scindapsus aures) ამტანი მცენარეა, მშვიდად იზრდება ჩრდილში, იტანს დაბალ ტემპერატურას, ეფექტურად ასუფთავებს ჯაერს, მათ შორის, ბევრი მავნე ნივთიერებისგან.

ძველი სახლებისთვის

გერანი ჰაერის დეზინფექციას ახდენს, ასუფთავებს ბაქტერიებისგან, ებრძვის მწერებს. მისი ეთერზეთოვანი ნივთიერებები არა მხოლოდ კარგ არომატს სძენენ ოთახს, ნერვულ სისტემაზეც დადებითად მოქმედებენ. 

 

 

კომენტარები

ლია 2016-02-24 15:51
ახლა ეს სტატია როგორ თავსებადებაშია ამასთან??? http://news.vitube.ge/index.php?page=single&id=34435

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები