დღეს კვირიკობაა სვანეთში - როგორ ზეიმობენ ლაგურკას

კვირიკობას სვანეთში 28 ივლისს აღნიშნავენ. ეს სახალხო დღესასწაულია, რომელსაც უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს აღნიშნავენ. წმინდა კვირიკეს ტაძარი (რომელსაც სვანეთში ლაგურკას უწოდებენ) აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.

ტრადიციულად, ამ დღეს უამვარი ადამიანი იკრიბება - ძირითადად, სვანები, ასევე მათი სტუმრები და ტურისტები. იწი­რე­ბა

საკ­ლა­ვი, ინ­თე­ბა სან­თ­ლე­ბი და იმარ­თე­ბა შე­ჯიბ­რი - ვაჟ­კა­ცებ­მა ქვის ლო­დი უნ­და დაძ­რან ად­გი­ლი­დან. მე­ო­რე სა­ხე­ო­ბაა უზარ­მა­ზა­რი ზა­რის აწე­ვა. რო­ცა ზა­რი ჰა­ერ­ში აიწე­ვა, და­ი­რე­კე­ბა კი­დეც. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ჯილ­დოდ მი­ი­ღებს ცხვრის ყოჩს, ვაჟ­კა­ცის სა­ხელ­სა და პა­ტივს.
რამდენიმე წელია, ტა­ძარ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა აღ­დ­გა, წირ­ვა 27 ივ­ლისს ღა­მის 12 სა­ათ­ზე იწყე­ბა და გა­თე­ნე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. მომ­ლოც­ვე­ლი მრევ­ლი ამ დღეს ბა­რი­და­ნაც ადის. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მეს­ტი­ი­დან კა­ლამ­დე 25-კი­ლო­მეტ­რი­ან გზა­ზე ამ დღეს მანქანებისა და ფეხით მოსიარულეების უშველებელი ნაკადი ზღვასავით მიედინება.

კომენტარები

AliellZiG 2024-06-04 09:06
It is not clear why moderate alcohol consumption was associated with a lower risk for diabetes in women buy cialis 5mg

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები