როგორ გამოიყურება ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ახალი სახლი უინძორში, სადაც ცხოვრება სკანდალით დაიწყო

უელსის პრინცი და პრინცესა შობისთვის მდიდრულ სასახლეში გადასვლას გეგმავენ. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე უკმაყოფილოა სამეფო ოჯახის გვერდით ცხოვრებით.

2025 წლის სექტემბრის ბოლოს, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ უინძორში, მათ ახალ სასახლეში, გადასვლასთან დაკავშირებით. უელსელმა წყვილმა, რომელიც შობისთვის შვილებთან ერთად იქ დასახლებას გეგმავდა, ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, მოსახლეობა უკმაყოფილოა წყვილის მომავალი სახლის გარშემო უზარმაზარი "აკრძალული ზონის" დაწესებით.
არადა, უელსის პრინცი და პრინცესა აქტიურად ემზადებიან ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასასვლელად, რომელიც, როგორც ამბობენ, მათი "ოჯახის სამუდამო სახლი" უნდა გახდ
ეს. ეს მოვლენა წყვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. მათ ეძლევათ შესაძლებლობა რამდენიმე რთული წლის შემდეგ, კერძოდ დედოფალ ელისაბედ II-ის დაკარგვისა და ქეითის კიბოსთან ბრძოლის შემდეგ, თავიდან დაიწყონ ცხოვრება.

თავად სასახლე წარმოადგენს დიდებულ აგურის შენობას, რომელიც 1770-იან წლებში აშენდა. თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, სახლს რამდენიმე სახელი ერქვა - ჰოლი გროუვი და ფორტ ლოჯი - სანამ მეფე ედუარდ VIII მას ამჟამინდელ სახელს დაარქმევდა. საუკუნეების განმავლობაში სასახლეს ბევრი ცნობილი მკვიდრი ჰყოლია: მე-20 საუკუნეში ის 40 წლის განმავლობაში მეფე ედუარდ VIII-ის ახლო მეგობრის, სერ ჯონ აირდის სახლი იყო და სხვადასხვა დროს მასში ასევე ცხოვრობდნენ კერძო მოიჯარეები, მათ შორის კანადელი მილიარდერის, გალენ ვესტონის ოჯახი და ღონისძიებების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექს ფიცგიბონსი. 2001 წელს შენობას მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარდა, რომლის ღირებულებაც 1,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. რემონტის დროს ისტორიული ინტერიერის ელემენტები ფრთხილად იქნა შენარჩუნებული.


სასახლის ინტერიერი განსაცვიფრებელია თავისი ავეჯით: მარმარილოს ბუხრები, თაბაშირის კარნიზები, დიდ დარბაზში შთამბეჭდავი თაღოვანი ჭერი და დიდი ფანჯრები, რომლებიც სამართლიანად ითვლება სახლის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად. ფორესტ ლოჯი მნიშვნელოვნად დიდია, ვიდრე პრინცი უილიამის ოჯახის წინა სახლი: მას აქვს რვა საძინებელი, ექვსი სველი წერტილი, ფართო მთავარი მისაღები ოთახი, ხოლო მამულში ასევე არის ჩოგბურთის კორტი და საბანკეტო დარბაზი. აღსანიშნავია, რომ ადელაიდას მსგავსად, უილიამი და ქეითი არ გეგმავენ ახალ სახლში მუდმივი პერსონალის დიდი რაოდენობის დასაქმებას და უპირატესობას ანიჭებენ უფრო პირად და დამოუკიდებელ ცხოვრების წესს. უელსელი წყვილი გადაადგილებისა და მიმდინარე რემონტის ყველა ხარჯს, მათ შორის ახალი კარების, ფანჯრების დამონტაჟებას და იატაკის განახლებას, თავად დაფარავს, ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებზე დაყრდნობის გარეშე.

თუმცა, სკანდალი ახალი რეზიდენციის დასაცავად მიღებულმა უსაფრთხოების ზომებმა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმების შესაბამისად, სასახლის გარშემო დაახლოებით 150 ჰექტარი "აკრძალული ზონა" გახდება. ეს ტერიტორია გარშემორტყმული იყო მასიური ხის ღობეებით, ვიდეოთვალთვალის კამერებით და დარგული ხეებით კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ამ ზონაში შეჭრილ ნებისმიერ პირს,  ორგანიზებული დანაშაულისა და პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, დაპატიმრება ემუქრება.

ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებით აღშფოთებული იყო კრენბორნ გეითთან ახლოს მდებარე უინძორის დიდ პარკში პარკირებისა და წვდომის შეზღუდვებით, რომელსაც ისინი ადრე ინტენსიურად იყენებდნენ. ბევრი ათწლეულის განმავლობაში წელიწადში 110 ფუნტს იხდიდა ამ ტერიტორიის გამოსაყენებლად და ძაღლების იქ გასასეირნებლად. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აღიარა, რომ ეს ამბავი შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გაიგო და თან ისე, რომ ალტერნატივაც არავის შეუთავაზებია.

ტერიტორისს დახურვასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა არ ყოფილა, რადგან მონარქის ან მათი მემკვიდრის საკუთრებაში არსებული სამეფო მიწების დაცვა იძლევა საშუალებას მსგავსი მოქმედებები განხილვის გარეშე წარიმართოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები