ახლა, როდესაც ცნობილი მსახიობების შვილები გაიზარდნენ და სხვაგან გადავიდნენ, წყვილმა გადაწყვიტა, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ირვინგტონში მდებარე სასახლე გაყიდოს. კეტრინი და მაიკლი თავიანთ ვილას ემშვიდობებიან.
"როდესაც ეს სახლი ვიყიდე, ვიცოდი, რომ ის მრავალი ბედნიერი ოჯახური მომენტის ადგილი იქნებოდა! ახლა, როდესაც ჩემმა ვაჟმა და ქალიშვილმა სახლი დატოვეს, ვფიქრობ, რომ გადასვლის იდეალური დროა. მე და მაიკლი ბერმუდის კუნძულებსა და ევროპაში მეტი დროის გატარებას ვგეგმავთ", - ამბობს მსახიობი.
ქონება 12 მილიონ დოლარად იყიდება. 1920-იანი წლების სასახლე ჰადსონის მდინარის სანაპიროზე, ნიუ-იორკის მახლობლად მდებარეობს.
აი, როგორ
გამოიყურება ეს უძრავი ქონება.

კეტრინ ზეტა-ჯონსმა ქონება 2019 წელს 4.5 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლს რვა საძინებელი და თორმეტი სველი წერტილი აქვს. შეძენის შემდეგ, ცნობილმა წყვილმა ინტერიერის მასშტაბური რემონტი ჩაატარა, სადაც შავ-თეთრი ნეოკლასიკური თემატიკა ცენტრალურ ადგილს იკავებს.

სამზარეულოში იატაკი აბონის ხისაა, რომელიც ავსებს თეთრ მარმარილოს სამუშაო ზედაპირებსა და ოქროსფერ ფურნიტურას. საძინებლის მთავარი ოთახი მოიცავს მისაღებ ოთახს, ბუხრიან აბაზანას და გასახდელს შთამბეჭდავი შავი კარადებით.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ოთახია კაბინეტი/ბიბლიოთეკა, რომელიც მუხის ხის პანელებითაა მოპირკეთებული, სპირალური კიბითა და ჭერამდე თაროებით. პირველ სართულზე ფრანგული კარები ფართო ტერასაზე გადის, რომლის ქვეშაც განთავსებულია დახურული გასართობი ცენტრი აუზით (რა თქმა უნდა, ჰადსონის მდინარეზე ხედით), სპორტული დარბაზი, სათამაშო ოთახები და სამზარეულო.