ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთები, რომლებიც ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს


თქვენც გაქვთ ნივთები, რომელთაც არ იცით, რა მოუხერხოთ დ აგარაკზე, სოფელში ეზიდებით ხოლმე? შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რისი გაკეთება შეგიძლიათ ერთი შეხედვით გადასაგდები ძველი ნივთისგან.

ძველი აბაზანა


ნებისმიერ ბაღს, ეზოს, აგარაკს მოუხდება თუნდაც სულ პატარა აუზი, რომელიც მას კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს, სილამაზეს, მიანიჭებს, ადამიანებს კი კიდევ უფრო დააახლოვებს ბუნებასთნ. ჰოდა, თუ ძველი აბაზანა გაქვთ, რაც ამ ბოლო დროს ასე აქტუალურია, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას და სცადეთ აგარაკზე მსგავსი სილამაზის თუნდაც საკუთარი ხელით შექმნა.

დანა-ჩანგალი


თურმე ძველი დანა-ჩანგლითაც შეიძლება სასარგებლო
ნივთების შექმნა, რომელიც დაამშვენებს ეზოს და გააცოცხლებს გარემოს. გაგიკვირდებათ და ძველი დანა-ჩანგალი საკიდადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.ეს უფრო ისეთ ადამიანებს დააინტერესებს, ვინც ვინტაჟურ ნივთებს სცემს პატივს.

კარი


კიდევ ერთი უნივერსალური ნივთი, რომელიც მართლაც რომ ბევრ რამეში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძველი, ერთი შეხედვით გადასაგდები კარისგან შეგიძლიათ გააკეთოთ მაგიდა ან სულაც სტელაჟი, ორივე ნივთს შეუძლია დაამშვენოს ნებისმიერი ეზო.

ძველი ჭურჭელი


თუ ტრადიციული ყვავილის ქოთანი უბრალოდ მოგბეზრდათ, ალტერნატიულ ვარიანტად შეგიძლიათ განიხილოთ ძველი ჭურჭელი, ძალიან ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება. თუ ფანტაზიას მისცემთ გასაქანს, უამრავი ახალი ნივთის შექმნას შეძლებთ და თქვენს აგარაკს განსაკუთრებულ, განუმეორებელ ხიბლს შესძენთ.
სასანთლის იდეებიც განიხილეთ, ძალიან მარტივი, პრაქტიკული და დახვეწილი ახალი ნივთის მფლობელი გახდებით.

კომოდი


ძველი კომოდისგან შესანიშნავი კლუმბის გაკეთებაა შესაძლებელი, ძალიან ორიგინალური იდეაა და ამავდროულად ძალიან მისაღები და უცხო.

მაცივარი


ძველი, გადასაგდები მაცივარი კი აგარაკზე ბოსტნეულის დასაბინავებლად შესანიშნავი იდეაა.
ეს იდეა განსაკუთრებით მისთვის იქნება აქტუალური ვისაც ეზოში არც ფარეხი აქვს და არც სარდაფი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები