რომელი ადგილები უნდა შეამოწმოთ აგარაკზე ზამთრის შემდეგ

სათბური, სარდაფი და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელთა შემოწმებაც ზამთრის შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ. როგორც წესი, გრძელი ზამთრის შემდეგ, ადრეულ გაზაფხულზე, ხელის შევლებას, შეკეთებას და განახლებას საჭიროებს ხოლმე.

სათბური

თოვლის საფარი და წვიმა სათბურის კარკასზე დიდ ზეწოლას ახდენს ხოლმე. ამიტომ, გამოზამთრების შემდეგ ეს ადგილი რეალურად საჭიროებს საგულდაგულო დათვალიერებას და შემოწმებას, ხომ არ დაზიანდა კარკასი. დაზიანებული უბნები აუცილებლად უნდა აღდგეს, შეკეთდეს, დამუშავდეს სპეციალური სოკოს ან ჟანგის საწინააღმდეგო ხსნარით, რაც უკვე იმ მასალაზეა დამოკიდებული, რომლისგანაც დამზადებულია კარკასი.
გარდა ამისა, სათბური აუცილებლად უნდა
გამოირეცხოს, მაგალითად, პოლიკარბონატს მარგანეცის ხსნარით რეცხავენ, ხეს - წყლით, მეტალს კი - ძმრით. მნიშვნელოვანია ნიადაგიც, რომელიც უნდა გამდიდრდეს და მომზადდეს მომავალი სეზონისთვის.

ჟოლოს ბუჩქები
თუ ტერიტორიაზე ჟოლოს ბუჩქები გაქვთ, ადრეულ გაზაფხულზე პირველ რიგში ის უნდა შეამოწმოთ. დიდი ალბათობით, ბუჩქები გასხვლას საჭიროებს. გარდა ამისა, ბუჩქებს შორის შესაძლოა დაგროვილი იყოს ნაგავი და ხის ჩამოცვენილი ფოთლები, რაც აუცილებლად უნდა მოშორდეს. ბუჩქებს აუცილებლად უნდა მოშორდეს გამხმარი ტოტები, რათა ხელი არ შეუშალოს ჯანსაღ ყვავილობას.

სახლის მიმდებარე ტერიტორია
გულდასმით უნდა დაათვალიეროთ სახლის მიმდებარე ტერიტორია, ბოსტანი თუ ბაღი, მთლიანად მისი ყველა კითხე-კუნჭული. მთელი ზამთრის განმავლობაში აქ გროვდება ნაგავი, ეს ყველაფერი უნდა გასუფთავდეს.

ვარდის ბუჩქები

ყურადღებას საჭიროებს ვარდის ბუჩქებიც. ის აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ და მოაშოროთ ყველაფერი ზედმეტი, იქნება ეს ჩამოცვენილი ფოთლები თუ სხვა ნაგავი. საჭიროების შემთხვევაში ბუჩქები უნდა გაისხლას.

სახლი, სარდაფი და ფარდულ

არ დაგავიწყდეთ სარდაფის და სხვა ნაგებობების შემოწმება. პირველ რიგში შეამოწმეთ თავად ნაგებობა, ხომ არ დაზიანდა სახურავი, მღრღნელებმა ხომ არ დააზიანეს რამე, რომელიმე ბანს ხომ არ გაუჩნდა ობი ან ხომ არ დეფორმირდა, ასვე დაათვალიერეთ კარი და მისი საკეტი.
ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლის გულდასმით დათვალიერება. როგორც წესი, ზამთრის განმავლობაში ზიანდება სახურავი. კარგად შეამოწმეთ. კარზე და კედლებზე უკვე ვისაუბრეთ.
თუ ყველაფერი წესრიგში ხომ ძალიან კარგი, თუ არა ეცადეთ მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრათ დაზიანებები და მოემზადოთ ზაფხულის ბედნიერად გასატარებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები