"მებაღეობას ბევრი ფული არ სჭირდება, აუცილებელი არ არის, 400-ლარიანი მცენარე დარგო" - წალკოტი წეროვანში


წეროვნის აგარაკებზე ხელოვანების გარდა სხვა პროფესიის ადამიანებიც ცხოვრობენ. კაკაურიძეების ოჯახს ნაკვეთი სამოთხედ უქცევია. ავთანდილ კაკაურიძე დამსახურებული ენერგეტიკოსია, მაღალი ძაბვის ხაზები გაჰყავს. "ჩემს მეგობრებს აქაურობა ისე მოსწონთ, "გარდენია კაკაურიძეს" ეძახიან," - გვეუბნება ოჯახის უფროსი... ბატონი ავთო და მისი მეუღლე, ნაირა ჭულუხაძე, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ. როგორც გვითხრეს, "კვირის პალიტრასა" და "მამულ-დედულის" ჩანართსაც ინტერესით კითხულობენ.

ნაირა ჭულუხაძე: - იმერეთში, ზესტაფონში დავიბადე. ყოველთვის მომწონდა მოვლილი და ლამაზი ეზოები. როცა ეს აგარაკი შევიძინეთ, ეზოს გალამაზება მომინ
და. დავიწყე ვარდების მოშენებით და ვეღარ ვჩერდები - ვრგავ და ვრგავ ყვავილებს. 60 სახეობის მარტო ვარდი მაქვს. მიყვარს ოსტინის, კორდესის ვარდები, მაქვს ტანტაუს დუკატი, რომელიც იტალიაში შევიძინე და დღეს უზარმაზარი ხვიარაა.

- საოცარი ხედია თქვენი ვერანდიდან...ე ფერის კოკრები აქვს...
ვარდის კულტურა საქართველოში ძვე­ლთაგან იყო ცნობილი. მეფე ვახტანგ VI "დასტურლამალში" ვარდის წყლის გამოხდასაც ახსენებს. არ
- ულამაზესი ხედებია. მოწმენდილ ამინდში კავკასიონი და მყინვარწვერიც კი ჩანს. აქვე სამების უძველესი ტაძარია და ჩემი დილაც მისი მოლოცვითა და ვარდების დათვალიერებით იწყება, - ვამოწმებ, რომელიმეს დაავადება ხომ არ გაუჩნდა, ვაჭრი დაყვავილებულ კვირტებს, თუ საჭიროა, ვრწყავ, ვწამლავ (ეს პროცედურა­ 10 დღეში ერთხელ მაინც სჭირდება).

- სად ყიდულობთ ვარდებს?
- სათბურებში, საყვავილეებში, კერძო პირებთან... წმინდა სამების როზარიუმიდან დედა თეკლეს თაოსნობით საჩუქრად ვარდის კალმები გაიცა და მეც ბევრი კალამი დავაფესვიანე.
შარშან პირველად ვცადე მყნობაც - წითელ ხვიარაზე ყვითელი ვარდი (გოლდ ცელე­ბრატიონ) დავამყნე. შესანიშნავად იხარა და უკვე ორივსებობს მინიატიურული ვარდებიც, რომლებიც ულამაზესია.

- აქ სხვა მცენარეებსაც ვხედავ...
- დიახ, მაგალითად, კლემატისი - ხვიარას ტიპის კედელს აყოლებული მცენარის ხუთი სახეობა მაქვს... მაქვს სამი სახეობის ნეკერჩხალი, სამი სახეობის ვეიგელა, ხვიარები - გლიცინია და ტეკომა. ჩემს მეუღლეს ვერცხლისფერი ნაძვი უყვარს და ჩვენს ეზოში მისი ხუთი სახეობაა, ასევე: კვიპაროსი, ღვია, ნანდინა, ჰორტენზია... მაქვს სხვადასხვა ფერის ქრიზანთემა.

- ყვავილების მოვლა არ გიჭირთ?
- მოვლის შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს, გაწევრებული ვარ ჯგუფებშიც, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას.

- რამდენი ხანია, აქ ცხოვრობთ?
- აქაურობა 7 წლის წინ ვიყიდეთ. სახლი კი იყო, მაგრამ დიდხანს ვფიქრობდით, ბაღი როგორ მოგვეწყო.
წელიწადის ყველა დროს აქ საოცარი სილამაზეა. ზამთარშიც გვაქვს მოყვავილე მცენარეები - ჩიტავაშლა, ნანდინა.

- რამდენია თქვენი მიწის ფართობი?
- 600 კვადრატული მეტრი. ამის გარდა, ქვემოთ, საბაღედ და საბოსტნედ, 1500 მეტრიც ვიყიდეთ და ბაღი გავაშენეთ. გვიყვარს მიწაზე მუშაობა, თან სამი შვილი და რვა შვილიშვილი გვყავს და 600 მეტრზე ვერც ბავშვი დაეტია და ვერც ბურთი. ჩემმა მეუღლემ გააშენა შესანიშნავი ბაღი და ვენახი, ბოსტანს კი მე ვუვლი.  განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები