ტროპიკები აბაზანაში: როგორ შევქმნათ ოაზისი სახლში

ოდესმე გიოცნებიათ ასეთ აბაზანაზე? სიმწვანეში ყოფნაზე, თითქოს სახლში კი ტროპიკულ კუნძულზე იყოთ? მოდით ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ტროპიკული გარემო აბაზანაში.

ამ შემთხვვაში აუცილებლად დაგვჭრდება ტროპიკების მკვიდრი მცენარეები, რომელთათვის თბილი, ნოტიო გარემო იდეალურია.
პრობლემა ის არის ხოლმე, რომ აბაზანაში, როგორც წესი, ხშირად არის განათების პრობლემა. თუმცა, სინათლის ნაკლებობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას: ახლა ბევრი ფიტოლაპია, რომელსაც შეუძლია მცენარეებისთვის მზის სინათლის სრულად ჩანაცვლება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე საყურადღებო ფაქტორი:

ჰიდროიზოლაცია
აბაზანის ქვეშ, სადაც წყალს შეუძლია გადინება, საჭიროა დახრილი დრენაჟი და საიმედო
ჰიდროიზოლაცია. ამ შემთხვევაში, მცენარეების მორწყვისას იატაკზე ჩამოსული წყალი არ გაჩერდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცემენტის ჰიდროიზოლაციის ნარევი და პოლიმერული ჰიდროიზოლაცია.

მცენარეები
მცენარეებით სავსე ქოთნები შეიძლება განთავსდეს სადგამებზე ან პირდაპირ იატაკზე, ამ შემთხვევაში - კენჭებზე. ირწყვება წყლით პირდაპირ შხაპიდან.

ფიტოლაითინგი
მისთვის გაყვანილობა უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ადგილებში, სადაც გსურთ მცენარეების განთავსება და ამისათვის ცალკე გადამრთველი უნდა იყოს დამონტაჟებული. მოსახერხებელია განათების მართვა ჭკვიანი საშუალებით - მათი დახმარებით შეგიძლიათ დააყენოთ ფიტოგანათების ჩართვისა და გამორთვის დრო და აკონტროლოთ ის სმარტფონზე აპლიკაციის ან ხმოვანი სიგნალის საშუალებით.


წყლის გამწმენდი და დარბილების სისტემა
მცენარეები არ უნდა მორწყათ ან შეასხუროთ ონკანის წყლით, კირის შემცველობის გამო. აუცილებელია ან გამოხდილი წყლის გამოყენება, ან წყლის გამწმენდი და დარბილების სისტემის დაყენება.


მოპირკეთება
შეგიძლიათ გამოვიყენეთ ფილები, ბეტონის მსგავსი დეკორატიული თაბაშირი (კარგად უხდება მცენარეებს) და "დამწვარი" ხე - სპეციალურად დამუშავებული იაპონური იაკისუგის ტექნოლოგიით. ის არ ექვემდებარება ლპობას და არ შთანთქავს ტენიანობას.

"ტროპიკულ" აბაზანაზე ფიქრისას, დაგეგმვის ეტაპზეც კი ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

"ტროპიკულ" აბაზანაში ჭარბი ტენიანობაა, ამიტომ აუცილებელია ვენტილაციის მოვლა.
იატაკქვეშა გათბობა ადვილად უმკლავდება აბაზანაში გათბობის ფუნქციას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები