როგორ ცხოვრობდა ცნობილი მსახიობი დაიან კიტონი, რომელიც მიტოვებულ სახლებს ყიდულობდა და გარდაქმნიდა?

ოსკარის მფლობელ მსახიობს დაიან კიტონს, რომელიც 2025 წლის 11 ოქტომბერს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ძალიან უყვარდა მიტოვებული სახლების ყიდვა, მათი რესტავრაცია და შემდეგ გაყიდვა, რათა ეპოვა თავისი შემდეგი საგანძური. თუმცა, ერთი ვილა ძალიან შეუყვარდა და ვერ იტანდა მასთან განშორებას.




როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰოლივუდის მართლაც ლეგენდა 2025 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. "ნათლიას" და "ენი ჰოლის" ვარსკვლავი 79 წლის იყო და მისმა ოჯახმა მოითხოვა, რომ გარდაცვალების მიზეზი კონფიდენციალური დარჩენილიყო. მისი მძიმე ავადმყოფობა, სავარაუდოდ, კრიტიკულად სწრაფად პროგრესირებდა, ამის შესახებ თავად დაიანმაც მაშინ გაიგო,
როდესაც თავისი ოცნების სახლი გასაყიდად გამოიტანა. ის აღმერთებდა ამ კალიფორნიულ ვილას, სწორედ იქ გაატარა სიცოცხლის ბოლო დღეები და სწორედ აქედან გადაიყვანეს საავადმყოფოში გარდაცვალების წინ.
ტელესერიალ "ენი ჰოლის" ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში დაიბადა 1946 წელს. კარიერა ბროდვეიზე დაიწყო, როგორც დუბლიორმა, მიუზიკლში "თმა", შემდეგ კი იყო ვუდი ალენის "ისევ ითამაშე, სემ", რომლისთვისაც ტონის პრემიაზე იყო ნომინირებული. ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელმა პოპულარობას 1972 წელს, "ნათლიაში" მონაწილეობით მიაღწია.


კიტონის მსგავს ადამიანებზე ამბობენ, რომ "ფეხქვეშ ცეცხლი უკიდიათ". თავად განსაჯეთ: მსახიობი, ფოტოგრაფი, სცენარისტი, ავტორი, დიზაინერი (კიტონი სახლის ტექსტილის კოლექციებს ქმნიდა), დეკორატორი. ამ საოცარი ქალის გატაცებების სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

მაგრამ ჩვენ ბოლოზე გავამახვილებთ ყურადღებას. ჭორების სვეტებში რეგულარულად იწერებოდა, რომ კიტონმა ან ახალი სახლი იყიდა, ან ძველი გაყიდა. სინამდვილეში, ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. მსახიობს უყვარდა კალიფორნიის მიტოვებული ვილებისა და სასახლეების პოვნა, მათი რესტავრაცია, დიზაინერებთან მუშაობა მათი ინტერიერის დიზაინისთვის და მათი ხელახლა გაყიდვა. ეს ერთდროულად იყო ბიზნესი, ჰობი და სიყვარული მისი მშობლიური შტატის მიმართ, რომლის ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებაც სურდა.

"კომპიუტერის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ქაღალდი. და ვბეჭდავ ყველა სურათს, რომელიც მომწონს", - ამბობდა მსახიობმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კიტონს არასდროს ჰქონია საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი. ის თავის აღდგენილ სახლებში ცხოვრობდა, სანამ მყიდველს არ იპოვიდნენ, შემდეგ კი შემდეგზე გადავიდოდა.
-კმაყოფილი ვარ, - ამბობდა მსახიობი, - რადგან დიდხანს ერთსა და იმავე ადგილას ვერ ვჩერდები. ამ დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქვად გადავიქეცი.

თუმცა, ერთ დღეს კიტონი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სასახლე, რომელშიც ის ცხოვრობდა, მალე გაიყიდა, ხოლო რანჩო, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა, ჯერ არ იყო გარემონტებული.
- პირველი, რაც გავიფიქრე, რანჩოსთან ახლოს დროებითი საცხოვრებლის დაქირავება იყო, რათა რემონტის მიმდინარეობას თვალყური მედევნებინა. ახლახან შევნიშნე ეს სახლი ციცაბო კლდეზე, - იხსენებდა მსახიობი, - მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი დაქირავება შეუძლებელი იყო. მხოლოდ ყიდვა შეიძლებოდა.

თავიდან კიტონი დაიბნა: მის გეგმებში სხვა ქონების ყიდვა არ შედიოდა, მაგრამ როგორც კი შიგნით შევიდა, ეს ადგილი შეუყვარდა.
- მხოლოდ პატარა, სასიამოვნო ადგილი მჭირდებოდა, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი და საბოლოოდ, ჩემი ოცნების სახლი ვიპოვე - ხუმრობდა მსახიობი.
კიტონს მხოლოდ შავ-თეთრ სივრცეში შეეძლო თავი კომფორტულად ეგრძნო. აქ ყველგან მონოქრომატული პრინტებია - დიდი წერტილები სტუმრების ოთახში შპალერზე, ზოლები პირსახოცებზე, თეთრი წარწერები სასადილო ოთახის გრაფიტის კედელზე. და, რა თქმა უნდა, დაიანს აქვს შავ-თეთრი ფოტოების მდიდარი კოლექცია, რომლებიც ისეთი ოსტატების ნამუშევრებია, როგორებიც არიან დევიდ ვოინაროვიჩი, ჰარი ვაინგრანდი და ბრიუს ვებერი. "ინტერიერში ფერები ადამიანებმა უნდა შეარჩიონ, - ამბიბდა იგი, - ზოგჯერ სახლში ასეთი "პალიტრა" მაქვს, მისი ყურება ერთი ბედნერებაა".
თუმცა, კიტონის სახლი მთლიანად მონოქრომული არ არის. აქ ნახავთ ნარინჯისფერ ყვავილებს ლარნაკებში, ლურჯ ჯვრებს ბალიშებზე საძინებელში ან მინიატურულ ხის სახლს, რომელიც მწვანე და შინდისფერ ფერებშია შეღებილი მისაღებ ოთახში.
- ჩემი შთაგონების მთავარი წყარო პინტერესტია, - აღიარებდა მსახიობი, - მე ქურდი ვარ, რომელიც 24 საათს ონლაინ რეჟიმში ატარებს და ნებისმიერ იდეას იპარავს, რომელიც თვალს მიპყრობს.

"ამ სახლში, როგორც არსად სხვაგან, მუზები და შთაგონება მსტუმრობენ. მუდმივად მინდა შევქმნა", - ამბობდა კიტონი, - "მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ოჯახური სახლი - თბილი, მყუდრო, მხიარული, სადაც ჩემი შვილები ცხოვრობენ: ქალიშვილი დექსტერი და ვაჟი დიუკი".
მსახიობი ყოველდღე ოკეანეს გადაჰყურებდა უბრალოდ იმისთვის, რომ ეოცნება. 
"მომენატრება ეს სახლი, თუ ისევ გადასვლას გადავწყვე, - ამბობდა იგი,  - ახლა ეს საერთოდ არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. მიყვარს ახალი ადგილები. ისინი გვცვლიან"!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები