ხათუნა კვარაცხელია მოყვარული მებაღეა. ულამაზესი ბაღი თბილისიდან მოშორებით, ჩხოროწყუს რაიონში გააშენა. ეზოს ულამაზესი როზარიუმი ამშვენებს, რომელიც გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა. ქალბატონმა ხათუნამ ბავშვობა აფხაზეთში გაატარა და ძალიან ტკბილად იხსენებს ამ პერიოდს. ამბობს, რომ იქ მოვლილი ეზოების და ლამაზი ყვავილების განსაკუთრებული კულტურა იყო. ამან კი გავლენა მოახდინა მის ხასიათზე და ყვავილების მიმართ უსაზღვრო სიყვარულზე.
- დედაჩემს ჰქონდა ულამაზესი ბაღი. თამამად შემიძლია ვთქვა და დავიტრაბახო, რომ ჩხოროწყუში ასეთი ლამაზი ბაღი არავის არ ჰქონდა. ძალიან ცნობილი იყო ჩვენი ბაღი. ბავშვობაში ყვავილებს დიდად არ
ვაქცევდი ყურადღებას. გავიდა წლები, გავთხოვდი, შემდეგ დედა ცუდად გახდა და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მასავით ლამაზი ბაღი მქონოდა. ალბათ ბავშვობის წლები, ყვავილების სიყვარული ჩემს ქვეცნობიერში დაილექა. შემდეგ ყვავილების და მცენარეების სიყვარული ისე გაღრმავდა, რომ საოცარ აზარტში გადაიზარდა. იყო დრო, როცა აქედან გავრბოდი და ძალიან მიჭირდა სოფელში გაჩერება. aახლა, როცა თბილისში ვარ, სულ იმაზე ვფიქრობ, აქეთ როდის წამოვალ. ვდარდობ, ჩემი ყვავილები როგორ არიან. თითოეულ ფოთოლს და კოკორს დავკანკალებ. ზოგჯერ მგონია, რომ დაავადებად მექცა. თუ სადმე მივდივარ, ჩემი ინტერესის სფერო არის ხე, ყვავილი, ბუჩქი. დედასაც ძალიან მძაფრად ჰქონდა ბუნების სიყვარული შესისხლხორცებული და ალბათ მეც გამომყვა.
- როგორც ვიცი, თბილისში ცხოვრობთ. ქალაქიდან რთული არ არის ბაღისთვის ყურადღების მიქცევა?
- ცუდია, რომ მუდმივად აქ არ ვარ, ამიტომ ისეთი მცენარეები შევარჩიე, რომ ბევრი მოვლა არ სჭირდებოდეს და ყველანაირ პირობებს უძლებდეს. ბუნებას ვებრძვი მე და ბუნება მებრძვის მე.
- ხშირ შემთხვევაში რომელი იმარჯვებს?
- რა თქმა უნდა, ბუნება. ბევრი მცენარე დამხვედრია მოყინული და გული ძალიან დამწყვეტია. ყველანაირად ვცდილობ გამოვნახო დრო და ხშირად ჩამოვიდე. ძირითადად ყვავილების გამო ჩამოვდივარ სოფელში. ჩემი შვილები აქ არ ცხოვრობენ, თბილისში არიან, ერთი - ამერიკაშია. ალბათ, როგორც კი ასაკი შემიწყობს ხელს, სოფელში გადმოვსახლდები.
- ამ ეტაპზე რა სამუშაოებს ატარებთ ბაღში?
- ყველაფერს სჭირდება ხელის შევლება. როცა სოფელში ვარ, ჩემი ყოველი დილა იწყება მცენარეების მოვლით. შემოვლას ვაკეთებ, დავხედავ ყველა მცენარეს, რომელს რა სჭირდება და მერე ვიწყებ შესაბამის პროცედურებს. დამიჯერეთ, რომ საღამომდე ბაღში ვარ. ვაცლი ხმელ ფოთლებს, გადაყვავილებულ ყვავილებს, შემდეგ ვრწყავ. წელს კი ცოტა წვიმიანი სეზონი იყო და ხშირად არ ვრწყავდი. შემოვუბარავ, გავუფხვიერებ, ყველანაირად ვცდილობ ხელი შევუწყო, რომ გაიხაროს, უხვად იყვავილოს.
- დღესდღეობით რომელი ყვავილები ამშვენებს თქვენს ბაღს?
- დედას ჰქონდა ვარდების საოცარი ხეივანი, წელს მეც გავაშენე როზარიუმი. ეს როზარიუმი დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. მინდა ძალიან ბევრი ვარდი მქონდეს. ჩემს ეზოში ჭარბობს წიწვოვანი მცენარეები, ნაძვები. მყავს ჩემი ოცნების ყვავილებიც, რომელიც ჯერ არ არიან ჩემს ბაღში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე დაამშვენებენ.
ეზოში ძალიან ლამაზი აუზი მაქვს, რომელიც სულ მარტომ გავაკეთე. ბეტონიც კი ჩემი ხელით ჩავასხი. მაქვს ახალი გატაცება. მიტაცებს ძველი ნივთების, ავეჯის რესტავრაცია და დეკუპაჟი. ჩემს ეზოში ნახავთ ჩაის კუთხეს, ყავის კუთხეს... სულ ჩემი განახლებული ნივთებით მაქვს ეზო გალამაზებული.
- რომელია თქვენი საოცნებო ყვავილები?
- ძალიან მიყვარდა ოლეანდრები. აფხაზეთში გავიზარდე, ძირითადი ბავშვობა იქ გავატარე. იქ გვქონდა ულამაზესი ოლეანდრები, ამიტომ ბავშვობას მახსენებს და განსაკუთრებით მიყვარს. თითქმის ყოველ წელს ვრგავდი და სულ მეყინებოდა. ახლა ქოთანში მაქვს ხუთნაირი სახეობა და ვცდილობ ყველანაირად შევუწყო ხელი, გაიხაროს. არის ეგზოტიკური ხეები, რომელიც ჩემი ოცნების ხეებია.
- ბევრს ჰგონია, რომ ლამაზი ბაღის გაშენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს სწორი მოსაზრებაა?
- რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენთან ისეთი კარგი ჯგუფებია შექმნილი, ისეთი კარგი სამეგობრო გვყავს, რომ ყველა ერთმანეთს ხელს უწყობს, ჩუქნიან, უცვლიან სასურველ მცენარეებს. ერთმანეთს, აძლევენ რჩევებს, უზიარებენ გამოცდილებას. ბევრ მცენარეს ვყიდულობ, მაგრამ ბევრსაც მჩუქნიან. ზოგიერთი ისეთი ადამიანი მჩუქნის, თვალით რომ არ მინახავს. კახეთში ცხოვრობს ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნათელა კვირიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელის საშუალებით გავიცანი. საოცარი ქალბატონია, სულ ახლახანს ძალიან ბევრი ვარდი და სხვა ულამაზესი მცენარე გამომიგზავნა. კეთილი გულით რომ იყო გამოგზავნილი, ყველამ გაიხარა. გახარებული, ზრდასრული მცენარის ყიდვას მირჩევნია, მე თვითონ გავახარო, ტოტი დავაფესვიანო. ვუყურო როგორ იზრდება, იტოტება, როგორ იშლება კოკორი, ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა. თუმცა კრახიც განმიცდია. იყო შემთხვევა, რომ მცენარემ არ გაიხარა. ამ დროს ძალიან მტკივა გული. როცა მცენარე კვდება ეს ჩემთვის დიდი ტრაგედიაა. ქალაქში, რომ გავდივარ და მოუვლელ ყვავილს ვხედავ ძალიან განვიცდი.
- აფხაზეთში ცხოვრების წლები ახსენეთ. როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს?
- იქ ყვავილების განსაკუთრებული კულტურა იყო. სულ მიკვირდა, ჩვენი ბაღისთვის საიდან მოჰქონდა დედას ამდენი ლამაზი ყვავილი. ძალიან ხშირად ვიყავით აფხაზეთში და ჩხოროწყუს ბაღი სწორედ აფხაზეთიდან ჩამოტანილი ყვავილებით იყო სავსე. ვცდილობ ჩემს ბაღშიც ისეთივე გარემო მოვაწყო, რაც აფხაზეთში იყო, იმ ყვავილების სურნელი ტრიალებდეს, რაც იქ ტრიალებდა. რამდენად შევძლებ ამას მივაღწიო არ ვიცი... თუმცა ძალას არ დავზოგავ.
მერი ბლიაძე