ბაღი, რომელზეც დღეს გიამბობთ, სხვებისგან გამორჩეული და განსხვავებულია თავისი მნიშვნელობით, თემატიკით. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მსგავსი ბაღი საქართველოს მასშტაბით კი არა, მსოფლიოს მასშტაბითაც არ არსებობს. ქალბატონმა მედეა ასათიანმა ქუთაისში, საკუთარ ეზოში „ბიბლიური“ ბაღი გააშენა. თუ რატომ უწოდა მას „ბიბლიური“ ბაღი და რა მცენარეები შეკრიბა ერთ პატარა სივრცეში, ქალბატონი მედეა თავად გიამბობთ.
- ჩემი ბაღი სხვა ბაღებისგან გამორჩეულია. საქართველოში მსგავსი თემატიკით დატვირთული ბაღი არ არსებობს. ბაღი დატვირთულია ბიბლიური მცენარეებით.
- რას ნიშნავს ბიბლიური მცენარეები? რომელი მცენარეებია ბიბლიური?
- ბიბლიური მცენარეები ქრისტეს
სახელს ატარებენ და უამრავი ლეგენდა არსებობს მათზე. ბიბლიური მცენარეებია იუდას ხე, ქრისტეს ცრემლები, ქრისტეს ბეჭედი, მარიას ლაბადა, ქრისტეს გვირგვინი და სხვა მრავალი. შევისწავლე ლეგენდები, მოვიძიე ეს მცენარეები და დავიწყე ბაღის გაშენება. მანამდე ძალიან ლამაზი ბაღი მქონდა ქუთაისში, მაგრამ როცა ბიბლიური ბაღის გაშენება გადავწყვიტე, დავშალე ის ბაღი.
თავდაპირველად თავიდან ბოლომდე წავიკითხე ბიბლია. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ამოვწერე იქიდან ყველა იმ მცენარის სახელი, რაც იყო ნახსენები. პირველად შემხვდა მაყვალი. მოსე ავიდა სინას მთაზე და როცა ცხვარს აძოვებდა, უფალი პირველად ეჩვენა ხილულად. მოსემ არ დაიჯერა და ამ დროს დაინახა, რომ გვერდზე მაყვალს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. მიხვდა, რომ ეს ღმერთის ნიშანი იყო. მაშინ მოსეს ღმერთმა ამცნო, რომ ქრისტე მოევლინებოდა ქვეყანას. მალევე მოვიტანე მაყვალი და დავრგე ჩემს ეზოში.
ქრისტეს ცრემლები ჩემს ეზოში თვითონ ამოვიდა, მე არ დამირგავს. დავრგე ქრისტესისხლა, ლავანდა. ლავანდა არის სურნელოვანი, მარადმწვანე, ძალიან ლამაზი მცენარე, რომელიც გამოიყენება მედიცინაში, კულინარიაში. ამ მცენარეზე არსებობს საოცარი ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, ღვთისმშობელი მარიამი ქრისტეს პერანგებს აფენდა ლავანდაზე და ასე აშრობდა, რის შედეგადაც მაცხოვრის პერანგებს საოცარი სურნელი ასდიოდა. მეც ვიწამე ეს ლეგენდა, ამიტომ ძალიან მიყვარს ლავანდა. ტრადიციასავით მექცა, რომ ყოველ დილას უნდა მივიდე და მივეალერსო.
დაფნის ხისგან გავაკეთე ქრისტეს ბიუსტი. ეზოში მოვიტანე გლედიციას ეკალი, რადგან სწორედ ეს ეკალი დაადგეს ქრისტეს თავზე.
მაქვს იუდას ხე, რომლის სახელწოდებაც არღევანია. სწორედ ამ ხის ძირში გასცა იუდამ ქრისტე. ხეს ისე შერცხვა ამ ამბის მოსმენა, რომ მთლიანად გაწითლდა. მართლაც ვნების კვირაში, როცა აღდგომა ახლოვდება არღევანის ხე აუცილებლად წითლდება. შემდეგ, როცა ეს საქციელი ინანა იუდამ და მიხვდა, რომ საშინელი დანაშაული ჩაიდინა ამ ხეზევე ჩამოიხრჩო თავი და აღებული 30 ვერცხლი იქვე მიმოიბნა. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ხეს იუდას ხე. მეც ასე გავაკეთე ჩემს ეზოში. სადაც იუდას ხე დავრგე, იქვე მოვაბნიე 30 მონეტა.
- ბიბლიური მცენარეების გარდა სხვა მცენარეებიც გაქვთ?
- არის სხვა მცენარეებიც, მაგრამ ძირითად ყურადღება გამახვილებული მაქვს ბიბლიურ მცენარეებზე. მაქვს როზმარინი, რომლზეც არსებობს საოცარი ლეგენდა. ამ მცენარეს თეთრი ფოთლები ქონია, ახლა ლურჯი ფერის ფოთლები აქვს. ქრისტეს დაბადების შემდეგ, როცა გასცეს ბრძანება, რომ ორ წლამდე ბავშვები გაეწყვიტათ, ადგა მარიამი, გაიძრო თავისი ლურჯი ლაბადა, გაახვია ყრმა იესო და როზმარინის ძირში შესვა დასამალად. მცენარეს რომ პატარა იესო დაემალა, ლაბადის ფერი მიიღო და თეთრი ფოთლები ლურჯი ფერის გახდა. სწორედ ამის მერე ჰქვია ამ მცენარეს მარიას ლაბადა. აქტიურად გამოიყენება მედიცინაში, კულინარიაში.
მაქვს ასევე ბედნიერების ხე, ირმის რქა, გლიცინია. ძალიან მიყვარს ყვავილი ლუდბეკია. ძალიან მინდოდა ისე გამეკეთებინა, რომ სანთლების ფორმის ყოფილიყო, ამიტომ ირგვლივ შემოვაყოლე ჩემს ბაღს. ერთ-ერთი პოეტის ლექსიც კი გადავაკეთე:
„ქუთაისში ისე ნუ გაივლი,
არ ნახო მედიკოს რა უქნია,
მსოფლიოს ყოველი ყვავილი,
ქრისტესთვის სანთლებად დაუნთია“.
- ალბათ მარტივი არ იყო ამ ყვავილების მოძიება და ერთ სივრცეში განთავსება...
- ძალიან რთული იყო, მაგრამ უფალმა შემაძლებინა. ხან თვითონ მპოულობდნენ ეს ყვავილები.
- რამდენი წლის შედეგია თქვენი ბაღი?
- 2010 წელს დავიწყე გაკეთება და უკვე დასრულებული სახე აქვს.
- არის დარჩენილი ბიბლიური მცენარე, რომელიც თქვენს ბაღში არ „ცხოვრობს“?
- ძალიან მინდოდა ანგელოზა მომეპოვებინა, მაგრამ მის შესახებ წავიკითხე, რომ შხამიანია, თუ გაედები, დაგსუსხავს და მთელს ტანზე მუწუკები დაგაყრის, ამიტომ უარი ვთქვი ამ მცენარეზე. დანარჩენი ყველა მცენარეა ჩემს ბაღში, რომელიც ბიბლიას უკავშირდება. თუ კიდევ რამე გამოჩნდება, სიამოვნებით მოვიძიებ და ჩავატევ ჩემს პატარა ბაღში.
ბევრი ადამიანი ინტერესდება, მოდიან ნახულობენ ჩემს ბაღს. ბიოლოგიის მასწავლებლებს სკოლიდან მოჰყავთ მოსწავლეები. ხშირად მოდიან მორწმუნეებიც.
- საქართველოს მასშტაბით მსგავსი ბაღი აქვს ვინმეს?
- მსგავსი ბაღი საქართველოს მასშტაბით კი არა, მსოფლიოს მასშტაბითაც არ არის. საგანგებოდ მოვაძებნინე ინტერნეტში, მაგრამ მსგავსი ბაღი ვერსად იპოვეს.
- საპატრიარქოს თუ აქვს ინფორმაცია ამ ბაღის შესახებ?
- საპატრიარქოს ჟურნალიდან იყო მოსული ჟურნალისტი და იქ გამოქვეყნდა წერილი ჩემს ბაღზე.
მეუფე კალისტრატე იყო მობრძანებული, აკურთხა ბაღი, მე კი ლოცვა-კურთხევა მომცა და მითხრა, რასაც გააკეთებო, ყველაფერში ჩემი ლოცვა-კურთხევა გექნებაო.
ფესტივალი ტარდებოდა სამების ტაძარში, სადაც გავაგზავნე ჩემი დაწერილი წერილი ჩემს ბაღზე. ტაძრის დიდ დარბაზში ჩატარდა ღონისძიება, სადაც გადმომცეს სიგელიჩვენი უწმინდესის ილია მეორის ხელმოწერით. ამის შემდეგ ჩატარდა ბაღების კონკურსი სახელწოდებით „საქართველო ჩემი ბაღია“, სადაც გავიმარჯვე ნომინაციაში „ლეგენდები ჩემს ბაღზე“.
- რას გრძნობთ ამ მცენარეებთან ურთიერთობის დროს? რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი თქვენთვის?
- ყველა ძირი, ფოთოლი და ყვავილი ძალიან მიყვარს. ჩემს ოჯახის წევრებსაც ძალიან უყვართ. თითოეული ყვავილი დილით ძალიან სასიამოვნო განწყობას გვიქმნის. ყვავილებს, რომ ვეფერები მგონია მლოცავენ. ძალიან მეცოდებიან ამ სიცხეში, მზე ფოთლებს უწვავს, მაგრამ უფალი აძლებინებს.
ქალბატონი მედეა ასათიანის საოცარი კოლექცია
გარდა ამ ყველაფრისა, ამ ქუთაისელ ქალბატონს 30 წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ეგზემპლარი აქვს დაგროვილი. მის კოლექციაში ყველაფერს აქვს ფეხსაცმლის ფორმა. აქ ნახავთ მაღალქუსლიან ყულაბას, ქოშ-სუნამოს, ფეხსაცმელ-საათს და კიდევ უამრავ საინტერესო ექსპონატს. საკუთარი ძალებით და მეგობრების დახმარებით მან საოცარ კოლექციას მოუყარა თავი.
მერი ბლიაძე