ორ კვირაში აშენებული მყუდრო სახლი, რომელზეც მხოლოდ 700 დოლარო დაიხარჯა

ახალგაზრდა ამერიკელი წყვილი დიდი ხანია ოცნებობდა საკუთარ თავშესაფარზე ქალაქის აურზაურისა და ცნობისმოყვარე მეზობლებისგან მოშორებით. ცოლ-ქმარი შემთხვევით დერეკ დიდრიკსენის მიერ შექმნილ სასაცილო სახელმძღვანელოში შთამაგონებელ პროექტს წააწყდა.


იდეით აღფრთოვანებულებმა და გეგმებით შეიარაღებულებმა პატარა ქოხის აშენება დაიწყეს. მეუღლეებმა კონსტრუქციის აწყობა მშობლების ეზოში გადაწყვიტეს, კონსტრუქციის ელემენტები ვიქტორიას მამის ტრაქტორით მიიტანეს. სხვა ტრანსპორტი აქ უბრალოდ ვერ მოხვდებოდა.


მყარი კონსტრუქციის შესაქმენლად მათ ხის მასალები გამოიყენეს. ფულის დაზოგვის მიზნით,  ძველი და დანგრეული ბეღლების ფიცრები, ასევე მეგობრებისა და ნათესავების მიერ ნაჩუქარი ხის მასალის ნარჩენები, ძველი ჩარჩოები და კარები, ავეჯი და
მისი ზოგიერთი ნაწილი გამოიყენეს.


ასე წყვილმა კარგი ეკონომია გააკეთა, მათ გადაწყვიტეს რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ფულის დახარჯვა მზის პანელების დამონტაჟებაზე, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიისთვის ყველა საჭიროებას.


ამ სახლის აშენებას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა, გამოსაყენებელი ფართობი სულ რაღაც 7 კვ.მ. იყო. თუმცა, მცირე სივრცემ ხელი არ შეუშალა მათ მყუდრო ბუდის მოწყობაში. წყვილმა საცხოვრებელი სივრცის მშენებლობასა და ლაკონურ დიზაინზე მხოლოდ 700 დოლარი დახარჯა, რომლის "ამოღებაც" ძალიან სწრაფად შეძლო. საქმე ის გახლავთ, რომ ტყის ქოხს ონლაინ პლატფორმაზე და ადგილობრივი სააგენტოების მეშვეობით დღეში 94 დოლარად (ორი ადამიანისთვის) აქირავებენ. ეს პატარ ქოხი შაბათ-კვირას ან არდადეგებზე აქტიური დასვენების მოყვარულთათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პატარა, ეკოლოგიურად სუფთა თავშესაფრად იქცა. მასში საკმარისი ადგილია ორი სტუმრისთვის, რათა ლაშქრობისა და  ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ ერთი ან ორი ღამე გაატარონ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები