"მაქვს უამრავი სახეობის მცენარე, კაქტუსები, ბეგონიები, ბალბები, სხვადასხვა ჯიშის მოყვავილე ხეები, თუმცა ყოველი დღე იმ სურვილით ვიღვიძებ რომ რამე ახალი შევმატო" - ამბობს თელაველი ნონა ჯოხარიძე. იგი პროფესიით პედაგოგია და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ულამაზესი ბაღიც აქვს, რომელსაც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ალამაზებს...
"ვმუშაობ სკოლაში... ბავშვებთან ურთიერთობა ჩემი პირველი და უმთავრესი მოწოდებაა, რომელიც უდიდეს შრომას და პასუხისმგებლობას მაკისრებს, ამის ძალას კი ჩემი "გამახარეები" მაძლევენ! ასე ვეძახი მცენარეებს, რომლებიც ჩვენს სახლში და ეზოში იზრდებიან და ხარობენ... არ მახსოვს ჩემი არსებობა მცენარეების
- თქვენი ულამაზესი ბაღი მარტომ შექმენით?
- ჩვენი ბაღი ჩემი მეუღლის და შვილების დახმარებით შეიქმნა, ერთად ვგეგმავთ, სად რა დავრგათ, ქვის დეკორაციები როგორ განვალაგოთ. ყოველი დღე ყვავილების შემორბენით იწყება, როგორ არიან, რომელს რა სჭირდება, განსაკუთრებით წყლის მცენარეები მაოცებენ თავიანთი გამძლეობით და სინაზით... უმრავლეს მცენარეს გარდა ლათინური დასახელებისა მეორე სახელიც აქვთ, ვინც მაჩუქა მის სახელს ვეძახი - ეთერი, ნანა, ფიქრია, ნელი, ნატო, მაია,ელენე, ლალი...
1
1
ჩემთვის მცენარეებთან ურთიერთობა თერაპია! სიცოცხლის სიხარულის და ყველანაირი დადებითი ენერგიის მომცემია, ძალიან მინდა,ეს გრძნობა ბევრს გადავცე და ხშირად ვახერხებ კიდეც... ჩემი მოსწავლეები ხშირად მიმყავს ექსკურსიაზე, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა ბუნება თავისი ჯადოსნური ფერებით გასაოცარ პეიზაჟებს ქმნის, მათი აღტაცება და მოწონება უდიდესი ჯილდოა ჩემთვის... მაქვს უამრავი სახეობის მცენარე, კაქტუსები, ბეგონიები, ბალბები, სხვადასხვა ჯიშის მოყვავილე ხეები, თუმცა ყოველი დღე იმ სურვილით ვიღვიძებ,რომ რამე ახალი შევმატო ჩემს ბაღს.
მანანა გაბრიჭიძე