"თუ სადმე გამივლია - გზაზე, მინდორზე, ქუჩაში, ტყეში, ყველგან ვთხრი ყვავილებს და სახლში მომაქვს. მათ მერე ძალიან ვუვლი, ვუფრთხილდები და ყველას თავისი კუთხე აქვს მიჩენილი! სამწუხაროდ, პატარა ეზო მაქვს, არ მაქვს დიდი სივრცე და ეს ხელს მიშლის, მაგრამ ეზო რაც არის, სულ სავსეა ყვავილებით!.." - ამბობს ეკონომისტი მარინა ვეფხიშვილი, რომლის ულამაზესი ბაღი 20 წლის განმავლობაში იქმნებოდა...
- თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ვცხოვრობ... ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი, მაგრამ ბაღის გაშენებას და მოვლას ჩემთვის ხელი არაფერში შეუშლია! პირიქით ძალიან დიდ ძალას მაძლევს! 20 წელია, ყვავილების მოვლით
ვარ დაკავებული! ჩემი ოჯახის წევრებსაც ძალიან უყვართ მცენარეები და მათგან დიდი ხელშეწყობა მაქვს! ჩემს მეუღლეს იმდენად უყვარს ყვავილები, სადაც არ უნდა მოხვდეს, საზღვარგარეთ თუ აქ, რეგიონებში, ყოველთვის ყვავილებით ბრუნდება... რაც არ უნდა შორი გზა ჰქონდეს გამოსავლელი, არასოდეს ეზარება ყვავილები და ქოთნები წამოიღოს. ალბათ ამიტომაც ჩვენი ბაღი ძალიან მდიდარია უცხო ყვავილებით, უცხო ფერებით...
ჩვენი სამეგობრო წრე გვაქვს და ერთმანეთს სულ ვჩუქნით ყვავილების თესლებს, დავდივართ ერთმანეთის ბაღის მოსანახულებლად. ბაღს ნამდვილად არ ჭირდება სერიოზული ფინანსები, მაგრამ წარმოუდგენლად დიდ შრომას მოითხოვს! დიდი სიყვარულიც აუცილებელია. ყვავილები ყოველთვის გრძნობენ მათთან რა გულით მიდიხარ! ძალიან კარგ განწყობას გიქმნიან, როცა სიყვარულით ხარ მათ მიმართ! ადამიანი უფრო კეთილი და თბილი ხდება, ვისაც კი ვიცნობ ყველა უკეთილშობილესი ადამიანია, ვინც ყვავილებს უვლის და თავს ევლება!
საბედნიეროდ, ბოლო დროს ბევრს გაუჩნდა სურვილი ლამაზი ბაღი ჰქონდეს და ეს ძალიან მისასალმებელია! რაც უფრო მეტი ლამაზი ყვავილები იქნება ირგვლივ, მით უფრო ამაღლებული განწყობა გვექნება!
მანანა გაბრიჭიძე