ხშირად გამიგია მოყვარული თუ პროფესიონალი მებაღეებისგან, თუ ყვავილების სიყვარულით ერთხელ „დაავადდი“, ვერაფერი განგკურნავს. ამ მოსაზრებას ყველა ერთხმად ეთანხმება. მათ რიცხვს მიეკუთვნება 26 წლის მარიამ მარღიშვილი. ყვავილების სიყვარული მასში ახლობელმა ადამიანმა გააღვიძა. ამბობს, რომ მაშინ სულ პატარა იყო. ამის მერე ბევრი რამე შეიცვალა მის ცხოვრებაში. მარიამს დღეს ულამაზესი ბაღი აქვს წყნეთთან ახლოს, თუმცა ბაღს ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. მარიამი ამბობს, რომ წინ ბევრი და რთული სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა ამას არ უშინდება. მისი თქმით, მცენარეს ისევე სჭირდება სითბო და სიყვარული, როგორც სხვა
ცოცხალ არსებას.
- ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა, მცენარეების, ყვავილების მოვლა-პატრონობა, რადგან ისინი ჩვენს სასიცოცხლო გარემოზე ზრუნავენ. ამას გარდა ძალიან სასიამოვნოა, ამ სილამაზის ყურებით რომ ტკბები. მცენარეს ისევე სჭირდება სითბო და სიყვარული, როგორც სხვა ცოცხალ არსებას. დაუღალავი შრომის, სითბოს და სიყვარულის შედეგად ბუნება აუცილებლად დაგაჯილდოებს.
- თქვენ როდის მიხვდით, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდათ ყვავილებთან?
- ჩემში ყვავილების სიყვარული გააღვიძა ჩემთვის ახლობელმა ადამიანმა, მანანა იაშვილმა. სულ პატარა ვიყავი, რომ ვუყურებდი, როგორ უვლიდა თავის ყვავილებს და ძალიან მომწონდა მისი ულამაზესი ეზო.
- გახსოვთ ყვავილი, რომელიც პირველად გაახარეთ?
- ჩემი ყვავილებისადმი სიყვარული პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვარდებს უკავშირდება. ლამაზი ეზოს გაშენება რომ დავიწყე, მქონდა მხოლოდ რამდენიმე ვარდის ტოტი, შემდეგ ისინი დავაფესვიანე და ასე დავიწყე ვარდების გამრავლება. ვარდების მოვლა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ისინი შემდეგ ისე გვაჯილდოებენ უხვი ყვავილობით, სილამაზით, რომ ეს ნამდვილად ღირს. სადმე იშვიათი ჯიშის ვარდებს რომ ვნახულობ, ტოტებს ვაგროვებ და ვაფესვიანებ. ახლა ჩემს ბაღში სხვადასხვა ჯიშის ვარდების გარდა ხარობს გერანები, პეტუნიები, ქრიზანთემები, კაქტუსი, ბეგონია და სხვადასხვა დეკორატიული მცენარე. არ არსებობს საქმე, რასაც გულით და სიყვარულით გააკეთებ და არ გამოგივიდეს. იმას რა სჯობს, როდესაც შენი შრომით მიღწეული ლამაზი ეზოთი მეგობრებს და ახლობლებს ანიჭებ სიამოვნებას და ისინიც უხვ კომპლიმენტებს არ იშურებენ შენთვის, ზოგი რჩევასაც გეკითხება. ამ დროს რაღაც გულით გიხარია და გეამაყება კიდეც.
- მოვლაში ვინმე გეხმარებათ, თუ მარტო ართმევთ ყველაფერს თავს?
- ყვავილებს ძირითადად მე ვუვლი, ხანდახან მშობლებიც მეხმარებიან.
მერი ბლიაძე