თუ აგარაკი გაქვთ, ეს ნამდვილი ფუფუნებაა. ზოგს გაუმართლა და ჰექტრობით მიწა ერგო ან მემკვიდრეობთ, ან შეიძინა, ზოგიც კი ოცნებების ასრულებას სულ პატარა მიწის ნაკვეთზე ცდილობს, სადაც სახლიც უნდა დაატიოს და პატარა ლამაზი ბაღიც, ამის გაკეთება კი არც ისე მარტივია. მაგრამ შევეცდებით, ამ პრობლემის გადაწყვეტაშიც დაგეხმაროთ და გირჩიოთ, თუ როგორ შეიძლება მიწის პატარა მონაკვეთზე ედემის ბღის გაშენება.
თუ ნაკვეთის ყიდვისას იქ უკვე არსებობდა გაშენებული ბაღი, ეს იმას არ მიშნავს, რომ ახალს, საკუთარი გემოვნებით ვეღარ გააშენებთ. მართალია, ძველმა ბაღმა ნიადაგის რესურსი თითქმის სრულად ამოწურა,
მაგრამ ახალი ხეების დარგვის დროს ორმოში უნდა ჩაამატოთ ორგანული და მინერალური ნივთიერებები.
როგორც წესი, ეს სასუქი თქვენს ახალდარგულ ხეებს სულ მცირე 5 წლით მაინც უზრუნველყოფს. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ახალდარგული ხეების სასუქით რეგულარულად მომარაგებას. ამასობაში ნიადაგის დაზიანებული მიკროფლორა ძალებსაც აღიდგენს და თქვენი ჩანაფიქრიც წარმატებით დაგვირგვინდება.
კენკრა და ნაყოფიანი ხეები ერთ ბაღში მშვენივრად იზრდება, ისინი ერთმანეთს ხელს სრულიად არ უშლიან, თუმცა მათი დათესვის თუ დარგვის დროს რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ისეთ დიდ ხეს, როგორიც მსხალია, ჯობს ადგილი ჩრდილოეთით მიუჩინოთ. მსხლის ჩრდილოეთით ვაშლი იგრძნობს თავს კარგად. როგორც წესი, ვაშლი მსხალზე დაბალია და მსხალს არანაირ პრობლემას შეუქმნის. ვაშლის სამხრეთით კი კურკოვან ნაყოფს თესავენ.
ვაშლის, ქლიავის, ალუბლის სამხრეთით შეგიძლიათ მოაკალათოთ არონია. ის საკმაოდ დიდი ზომის ბუჩქია, თუმცა მისი კონტროლი ყოველწლიური გასხვლით არის შესაძლებელი. ბაღის ყველაზე მზიანი, სამხრეთი მხარე კი ბოსტნეულსა და ყვავილებს დაუთმეთ.
თუ ლიმონის მოყვანა გაქვთ განზრახული, მას ჩრდილოეთი, ყველაზე ჩრდილიანი მხარე გამოუყავით.